top of page
გასვლითი აქტივობები


"გაუყავი თხილის გული"
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით სკოლაში გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხით მოსწავლეებმა შეიძინეს სურსათი და 27 იანვარს საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ მოინახულეს.გასვლით აქტივობაში ჩაერთნენ სკოლის თვითმმართველობისა და ეკოკლუბის მოსწავლეები, ეკოკლუბის ხელმძღვანელ ლიკა მესხთან ერთად. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ქალბატონებმა ე ლენე ფანჯიკიძემ და ირმა დოლიძემ, გულთბილად უმასპინძლეს GAS-ელებს და ს


Model United Nations (MUN) 2025
ქართულ-ამერიკული სკოლის გაეროს კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული გაეროს მოდელირების Model United Nations (MUN) 2025 კონფერენციაში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით გაიმართა. პროექტი დაფუძნებულია გაეროს სამუშაო შეხვედრების ფორმატზე და წარმოადგენს საგანმანათლებლო სიმულაციას, რომელიც მონაწილეებს - გაეროს წევრი ქვეყნების დელეგატების როლში - საშუალებას აძლევს განიხილონ საერთაშო


ეკო კლუბი პარლამენტარიზმის მუზეუმში
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის მოსწავლეები ექსკურსიით იმყოფებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმში მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტების ასლები, მათ შორის უცხოეთის არქივებსა და წიგნთსაცავებში დაცული მასალები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს დარბაზები, ნახეს თემატური დოკუმენტური ფილმები და გიდის დახმარებით მიიღეს ბევრი საინტერესო და შემეცნებითი ინფორმაცია საქართველოს საპარლამენტო ისტორიის შესახ


გაზიარებული წიგნი, გაზიარებული სიკეთე
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის ინიციატივით, აქციის - „მოახდინე ცვლილებას“ - ფარგლებში სკოლაში შეგროვდა წიგნები. კეთილ საქმეში მთელი სასკოლო საზოგადოება ჩაერთო , რის შედეგადაც დიდი რაოდენობით წიგნი შეგროვდა. შემდეგ წიგნები გადავეცით საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასს“. შეგროვილი წიგნები განაწილდება დღის ცენტრებში და დედოფლისწყაროს სკოლებში. განსაკუთრებით თბილი იყო ის ფაქტი, რომ GAS-ელებმა წიგნებში გულთბილი წერილები ჩადეს - ასე რომ, მომავალ მკითხველს წიგნთან ერთად ჩვე


საახალწლო დღეების ერთ-ერთი ლამაზი მოგონება
მე-8(2) კლასის მოსწავლეები დაესწრნენ თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროგრამას - „ჯადოსნური ახალი წელი“. პროგრამა ინტერაქციული იყო და მოსწავლეები გაეცნენ საინტერესო საახალწლო ისტორიებს, ასევე მონაწილეობა მიიღეს თემატური საახალწლო აქსესუარების შექმნაში მასწავლებლები: თინათინ ჯანელიძე და ნინო ნაბახტეველი.


საგანმანათლებლო პროგრამა - „სამეფო გვირგვინი“
საგანმანათლებლო ექსკურსია ხელოვნების სასახლეში ქართულ-ამერიკული სკოლის მე-5 კლასების მოსწავლეები ექსკურსიით ეწვივნენ ხელოვნების სასახლეს და მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პ როგრამაში - „სამეფო გვირგვინი“. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბაგრატიონთა დინასტიის გამოფენა, ნახეს სამეფო ტანისამოსი, აღჭურვილობა და ძვირფასეულობა, ასევე მოისმინეს ინფორმაცია მათ ისტორიასა და მნიშვნელობაზე. ექსკურსიის ფარგლებში ბავშვებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი სამეფო გვირგვინების ისტორიაზე, რის შემდეგაც


საახალწლო ღონისძიებების ქრონიკიდან
21 დეკემბერს, ქართულ-ამერიკული სკოლის მუსიკალური წრის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საახალწლო ღონისძიებაში, რომელიც სასტუმრო Tbilisi Grand Wyndham-ში გაიმართა. კონცერტის ფარგლებში ბავშვებმა წარადგინეს მუსიკალური ნომერი საღამოს ესწრებოდნენ ცნობილი მომღერლები , მუსიკოსები და მხატვრები. მუსიკალური წრის ხელმძღვანელი: ია ხურცილავა


ვორქშოპში „ემოციური ინტელექტი ლიდერებისთვის“
ლიდერებად არ იბადებიან — ლიდერებად ყალიბდებიან სწორ გარემოში. ქართულ-ამერიკული სკოლის IX, X, XI კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს 2-დღიან ვორქშოპში „ემოციური ინტელექტი ლიდერებისთვის“ , რომელიც თელავში გაიმართა. ვორქშოპს უძღვებოდნენ გამოცდილი ტრენერები — ქეთი გორდეზიანი და მარკ ტომპსონი , რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს პრაქტიკული ცოდნა, ემოციური მართვისა და ლიდერული კომუნიკაციის თანამედროვე მიდგომები. პროექტის ორგანიზატორი პედაგოგები: ანი კვერნაძე, მერი ციმაკურიძე,


კამპანია „ელექტროენერგიის გონივრული მოხმარება“
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის ტრადიცია გრძელდება! საინფორმაციო კამპანია „ელექტროენერგიის გონივრული მოხმარება“ შარშანაც ჩატარდა და ეკო კლუბის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება . ყოველ წელს სხვადასხვა მოსწავლეები ერთვებიან კამპანიაში, ამზადებენ პოსტერებს და მოსახლეობას უზიარებენ ენერგიის დაზოგვის მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან რჩევებს. პატარა ნაბიჯები — დიდი ცვლილება! #ეკოკლუბი #გონივრულიენერგია #ენერგიისდაზოგვა #ზრუნვაგარემოზე
bottom of page
.png)
