Model United Nations (MUN) 2025
- diana meskhishvili
- Dec 30, 2025
- 1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლის გაეროს კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული გაეროს მოდელირების Model United Nations (MUN) 2025 კონფერენციაში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით გაიმართა.
პროექტი დაფუძნებულია გაეროს სამუშაო შეხვედრების ფორმატზე და წარმოადგენს საგანმანათლებლო სიმულაციას, რომელიც მონაწილეებს - გაეროს წევრი ქვეყნების დელეგატების როლში - საშუალებას აძლევს განიხილონ საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები და იმუშაონ საერთაშორისო სხდომების პროცედურების შესაბამისად.
ქართულ-ამერიკული სკოლის გაეროს კლუბის წევრები - ელენე გაგუა, დაჩი ქურხული, ნინო ანდღულაძე, მაგდა ზურაბაშვილი და მარიტა გურგენიძე - კონფერენციაზე გადანაწილდნენ შემდეგ კომიტეტებში:
გაეროს გენერალური ასამბლეა
თემები:
„კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება: ახალი გზები ეკოლოგიური კრიზისის დასაძლევად“;
„გლობალური ეკონომიკური უთანასწორობა და მისი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე“
გაეროს უშიშროების საბჭო
თემები:
„კიბერუსაფრთხოება და ჰიბრიდული ომის საფრთხე გლობალური სტაბილურობისთვის“;
„ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო გამოყენება და საერთაშორისო რეგულირების საჭიროება“
გაეროს ქალთა ორგანიზაცია (ქალთა მდგომარეობის კომისია)
თემები:
„გენდერული თანასწორობა შრომის ბაზარზე: ეკონომიკური გაძლიერება და ქალების დამოუკიდებლობა“ ;
„ქალების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში: პოლიტიკური წარმომადგენლობა და ლიდერობა“
ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებსა და დებატებში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. თითოეულმა კომიტეტმა იმსჯელა არსებულ გამოწვევებზე და შეიმუშავა რეზოლუციები, რომლებიც კონფერენციის დასკვნით ნაწილში იქნა წარდგენილი.
ქართულ-ამერიკული სკოლის გაეროს კლუბის წევრებმა მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება საერთაშორისო დიპლომატიის, კრიტიკული აზროვნების, საჯარო გამოსვლებისა და გუნდური მუშაობის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს მათ როგორც აკადემიურ, ასევე პიროვნულ განვითარებას.
.png)


















