top of page
თვითმმართველობა
თათული ზილფიმიანი
თვითმმართველობის პრეზიდენტი

ირაკლი
რეხვიაშვილი
თვითმმართველობის პრეზიდენტი



"ჩვენი როლი ურბანული ბიომრავალფეროვნების დაცვაში" - ქრისტინე ბელაშვილი
ქართულ-ამერიკული სკოლის მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში , მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, სკოლაში მოიწვიეს გარემოსდაცვითი განათლების სპეციალისტი, პროექტ „შეამჩნიე“ -ს თანადამფუძნებელი - ქრისტინე ბელაშვილი . აღსანიშნავია, რომ მოწვეული სტუმარი 2024 წელს ჩრდილოეთ ამერიკის გარემოსდაცვითი ასოციაციის მიერ შერჩეულ იქნა იმ 30 წლამდე 30 ადამიანს შორის , რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გარემოსდაცვითი განათლების განვითარებაში . შეხვედრის თემა იყო: ჩვენი როლი ურბანულ


ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ვიზიტი
ქართულ-ამერიკულ სკოლაში მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეთა თვითმმართველობის მოწვევით , ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა - ქეთი შუღლაშვილმა და ნატალი ჯაფარიძემ ისაუბრეს თანამედროვე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემებზე: დეზინფორმაცია მედია წიგნიერება მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები, როგორ ამოიცნონ მცდარი ინფორმაცია, კრიტიკულად გააანალიზონ მედია და პასუხისმგებლობით მოიხმარონ ინფორმაცია ციფრულ სივრცეში.


თვითმმართველობის ინიციატივა – ახალი სასკოლო ფორმის დიზაინი
ქართულ-ამერიკული სკოლის თვითმმართველობამ, სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩაატარა ახალი სასკოლო ფორმის დიზაინის კონკურსი , რომელშიც ყველა მოსწავლეს შეეძლო მონაწილეობის მიღება. მოსწავლეებმა გამოგზავნეს ესკიზები, ხოლო თვითმმართველობის ინსტაგრამ გვერდზე @gasstudent ჩატარებული ხმის მიცემის შედეგად, გამოვლინდა 16 საუკეთესო ნამუშევარი. 27 იანვარს საუკეთესო ესკიზების ავტორები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. თვითმმართველობა აქტიურადაა ჩართული სკოლის ცხოვრებაში – ხელს უწყობს მო


ლუკა კოკაია - "საჯარო გამოსვლის ხელოვნება და ეფექტური კომუნიკაცია"
ქართულ-ამერიკული სკოლის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული გრძელვადიანი პროექტის - „GAS Speaker Forum “- ფარგლებში, სკოლაში მოიწვიეს მომხსენებელი ლუკა კოკაია , ვივა აკადემიის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი. შეხვედრის თემა იყო საჯარო გამოსვლის ხელოვნება და ეფექტური კომუნიკაცია . საუბარი შეეხო იმ მნიშვნელოვან უნარებს, რომლებიც საჯარო გამოსვლისას აუცილებელია და წარმატებულ კომუნიკაციას განაპირობებს. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მათ პირად და აკადემიურ


"გაუყავი თხილის გული"
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით სკოლაში გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხით მოსწავლეებმა შეიძინეს სურსათი და 27 იანვარს საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ მოინახულეს.გასვლით აქტივობაში ჩაერთნენ სკოლის თვითმმართველობისა და ეკოკლუბის მოსწავლეები, ეკოკლუბის ხელმძღვანელ ლიკა მესხთან ერთად. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ქალბატონებმა ე ლენე ფანჯიკიძემ და ირმა დოლიძემ, გულთბილად უმასპინძლეს GAS-ელებს და ს


ფსიქოთერაპევტი ბესო ჭიღვარია / თემა: მენტალური ჯანმრთელობა
ქართულ-ამერიკული სკოლის მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში , მე-10/2 კლასის ინიციატივითა და მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, გაიმართა საინფორმაციო და საინტერესო შეხვედრა ფსიქოთერაპევტ ბესო ჭიღვარიასთან. შეხვედრის მთავარი თემა იყო მენტალური ჯანმრთელობა - მისი მნიშვნელობა, ემოციების მართვის გზები და პრაქტიკული რეკომენდაციები სტრესისა და შფოთვის დასაძლევად. შეხვედრას ესწრებოდნენ მე-7–მე-10 კლასების მოსწავლეები. ზრუნვა მენტალურ ჯანმრთელობაზე ძლიერი და ჯანმრთელი საზოგა
bottom of page
.png)

