𝐆𝐀𝐒 𝐒𝐩𝐞𝐚𝐤𝐞𝐫 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦
- Feb 28
- 1 min read
Updated: 10 hours ago
ქართულ-ამერიკულ სკოლაში კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დასრულდა - 𝐆𝐀𝐒 𝐒𝐩𝐞𝐚𝐤𝐞𝐫 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦. პროექტი, უკვე მესამე წელია ტარდება მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით. წლიდან წლამდე ის სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს. წელს ფორუმში 𝟓𝟎 მოსწავლე მონაწილეობდა.
𝐆𝐀𝐒 𝐒𝐩𝐞𝐚𝐤𝐞𝐫 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦 მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა:
საჯარო გამოსვლისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
იდეების სტრუქტურირება და არგუმენტირებული წარმოდგენა;
თავდაჯერებულობა და ლიდერული თვისებები;
აუდიტორიასთან ურთიერთობისა და ემპათიის უნარი.
მონაწილეები მენტორ პედაგოგებთან ერთად მუშაობდნენ ტექსტის დახვეწასა და წარდგენის უნარების გაძლიერებაზე.
ქართულ-ამერიკული სკოლის მიზანია ყოველდღე შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული მოსწავლე თავდაჯერებულად გააზიარებს საკუთარ აზრს და წარმოაჩენს თავის შესაძლებლობებს.
.png)












































































