top of page

სკოლის ფილოსოფია და მისია

​    სკოლის მისია

   ქართულ-ამერიკული სკოლა. Georgian-American School -ის მისიაა, შექმნას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უსაფრთხო და მზრუნველი გარემო, მოსწავლის საჭიროებებზე ორიენტირებული წამახალისებელი აქტივობებით, უახლესი სასწავლო მეთოდების გამოყენებით, ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების სინთეზით მოსწავლეებმა შეიძინონ ცოდნა, გამოიმუშაონ კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნებისა და მუდმივად ცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარი.

   სკოლის ხედვა

   სკოლის ხედვაა, შექმნას ისეთი გარემო , რომელიც უზრუნველყოფს განათლებული, განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბებას. სკოლამ უნდა აღზარდოს მოქალაქე, რომელსაც შეეძლება გააზრებულად გააკეთოს არჩევანი, იყოს მიზანდასახული, ჰქონდეს ჩამოყალიბებული სამოქალაქო ცნობიერება, პასუხიმგებლობა ქვეყნის ინტერესებისა და ტრადიციების, ღირებულებების მიმართ. უნდა შეეძლოს მომავალში საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარება, მათი მაქსიმალური რელიზება გლობალურ სამყაროში. სკოლა ითვალისიწინებს მოსწავლეთა შესაძლებლობებს, ინტერსებსა და მისწრაფებებს და, სწორედ ამის საფუძვლეზე, ქმნის ხელსაყრელ პირობებს მათი აკადემიური და შემოქმედებითი პოტენციალის გასავითარებლად, ამზადებს მომავალი ცხოვრებისათვის.
    სკოლაში სასწავლო პროცესი ეფუძნება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორიო აკრედიტაციის ფარგლებში (Common Core და Next Generation ) განათლების სტანდარტებს. პრიორიტეტს ანიჭებს კონსტრუქტივისტულ მიდგომას, რაც გულისხმობს წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებით ახალი ცოდნის აგების პროცესს, ამავე დროს გათვალისწინებულია სწავლა-სწავლების გრძევადიანი მიზნები. მნიშნელოვანი როლი ენიჭება სტრატეგიას - სწავლა კეთებით, სკაფოლდინგს- სვლას ნაცნობიდან უცნობისაკენ. ამ მიმართულებით გამოყენებული სტრატეგიები უზრუნველყოფს მოსწავლეთა წარმატებას, ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტურად გამოყენებას, კრიტიკული აზროვნების, პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის, შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

   სკოლა მოსწავლეებს მათი ინტერესების გათვალისწინებით სთავაზობს არჩევით საგნებს საშუალო საფეხურზე. სკოლის პროფესიული ორიენტაციის მრჩეველი მომავალ სტუდენტებს ეხმარება პროფესიის შერჩევაში (მრავალფეროვანი აქტივობები, მიზანმიმართული შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის წამყვან სპეციალისტებთან, სკოლის ფსიქოლოგთან, სკოლის კუსდამთავრებულებთან), რათა მათი არჩევანი რეალური იყოს და ეფუძნებოდეს კონკრეტულ მიზანს- მომავალში იქცნენ საზოგადოების ღირსეულ პროფესიონალ წევრებად. სკოლის თვითმმართველობა ზრუნავს, სასკოლო ცხოვრება გახადოს საინტერესო, განახორციელოს მოსწავლეთა იდეები და ინიციატივები. სკოლის მოსწავლეთა სამომავლო წარმატებას განაპირობებს ის შესაძლებლობები , რომლებიც საერთაშორისო კონფერენციებსა და ოლიმპიადებში, ახალგაზრდულ პროექტებსა და შემოქმედებით ფესტივალებში მონაწილეობით ეძლევათ.

 

    ქართულ-ამერიკულ სკოლა.Georgian-American School-ში იზრდებიან მორალურად და ზნეობრივად ტოლერანტი მოქალაქეები, რომელთა ინტერესები ვითარდება ცხოვრების ჯანსაღი წესის, გარემოზე ზრუნვისა და პატრიოტიზმის საფუძველზე.

   სკოლის პრიორიტეტებია, ღირებულებებია: 

ჯანსაღი ცხოვრება

healthy-living-png-4.png
142-1429204_teaching-tolerance-logo-clipart.png

ტოლერანტობა

59a0f3_f592a89093f84a4e856766e06475217e_mv2.gif

პატრიოტიზმი

HumanismSymbol.svg.png

ჰუმანიზმი

logo_club_eco-1483023600.jpg

გარემოს დაცვა.

MV.png
bottom of page