top of page

    ქართულ-ამერიკული სკოლის ინგლისურენოვანი პროგრამა მოსწავლეებს სთავაზობს ამერიკულ განათლებას IX-XII კლასებში.

    პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა American High School Diploma, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. ამერიკული დიპლომი აღიარებულია საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია COGNIA-სა და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ.


ამერიკული სადიპლომო პროგრამა გთავაზობთ:

ინგლისურენოვან სწავლებას, რაც საზღვარგარეთ სწავლის მსურველ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს მოემზადონ ინგლისურენოვან გარემოში.

    სავალდებულო საგნების გარდა მოსწავლეს შეუძლია აარჩიოს სხვადასხვა საგანი, რომლებიც შეესაბამება მათ ინტერესებსა და მომავალ პროფესიას.


PSAT, SAT, AP, IELTS, TOEFL- ს გამოცდებისთვის მომზადება
 

ქართულ-ამერიკული სკოლა, როგორც COLLEGE BOARD-ის ოფიციალური წარმომადგენელი, უზრუნველყოფს საერთაშორისო გამოცდების ჩატარებას ქართველი და უცხოელი მოსწავლეებისთვის. 

ჩვენი IX-XII კლასის მოსწავლებისთვის სავალდებულოა College Board-ის საატესტატო გამოცდების ჩაბარება

(PSAT8/9, PSAT10, PSAT/NMSQT, SAT, AP), რაც უზრუნველყოფს მოსწავლეების საუნივერსიტეტო მომზადებას. 

AP პროგრამები (Advanced Placement)
 

AP პროგრამა ეხმარება მოსწავლეებს, წინასწარ შეისწავლონ საუნივერსიტეტო საგნები და დააგროვონ კრედიტები. პროგრამის გავლა და გამოცდების წარმატებით ჩაბარება ხელს შეუწყობს მოსწავლეს, დაგროვილი კრედიტები გამოიყენოს საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის. AP პროგრამა სცდება სტანდარტულ სასკოლო პროგრამას.

ჩვენ გთავაზობთ 18 AP საგანს  - საგნების ჩამოანათვალი 

College Counseling:

  ინგლისურენოვანი პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს ემსახურება საუნივერსიტეტო მრჩევლის სამსახური. საუნივერსიტეტო მრჩეველი თითოეულ მოსწავლეს სთავაზობს მათ მიზნებზე მორგებულ, ინდივიდუალურ მხარდაჭერას. მოსწავლეებს ექნებათ ინფორმაცია არჩეული ქვეყნის, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მიხედვით რომელი გამოცდების ჩაბარება იქნება საჭირო. მრჩევლის სამსახური მოსწავლეებს გაუწევს კონსულტაციებს: სამოტივაციო წერილის წერა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, ინტერვიუსთვის მომზადება, დაფინანსების გზების განხილვა და ა.შ.

საერთაშორისო კონფერენციები, გაცვლითი პროგრამები და ოლიმპიადები:

ქართულ-ამერიკული სკოლა არის IJSO,REGENERON ISEF,MILSET, IMUNA ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
 

    ამ მიმართულებით ჩართვა მოსწავლეებს

·        უვითარებს კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და პროფესიულ უნარებს;

·        იღებენ საერთაშორისო გამოცდილებას;

·        აღწევენ  წარმატებას გლობალურ შეჯიბრებებში: მათემატიკაში, მეცნიერებაში, ინგლისურში, დებატებში და             სხვა;

·        მოიპოვებენ გლობალური აღიარებას( სერტიფიკატები, მედლები და ჯილდოები);

·        ეზრდებათ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის შესაძლებლობა.

AI Powered Chat Teacher (ხელოვნური ინტელექტი)

 

ამერიკული პროგრამის სახელმძღვანელოები აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, რაც გულისხმობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტ მასწავლებლის ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page