top of page

"ჩვენი როლი ურბანული ბიომრავალფეროვნების დაცვაში" - ქრისტინე ბელაშვილი

  • Feb 2
  • 1 min read

ქართულ-ამერიკული სკოლის მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, სკოლაში მოიწვიეს გარემოსდაცვითი განათლების სპეციალისტი, პროექტ „შეამჩნიე“-ს თანადამფუძნებელი - ქრისტინე ბელაშვილი.


აღსანიშნავია, რომ მოწვეული სტუმარი 2024 წელს ჩრდილოეთ ამერიკის გარემოსდაცვითი ასოციაციის მიერ შერჩეულ იქნა იმ 30 წლამდე 30 ადამიანს შორის, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გარემოსდაცვითი განათლების განვითარებაში.


შეხვედრის თემა იყო: ჩვენი როლი ურბანული ბიომრავალფეროვნების დაცვაში.


საუბარი შეეხო ურბანულ გარემოსა და მასში მობინადრე ცოცხალ ორგანიზმებს, არსებულ საფრთხეებსა და იმაზე, თუ როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს თავისი წვლილი შეიტანოს მათ დაცვაში.


მოსწავლეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ურბანული ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.


GAS Speaker Forum გრძელდება და მომავალშიც არაერთ საინტერესო და შინაარსობრივ შეხვედრას გვპირდება.




 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page