top of page

ეკო კლუბი პარლამენტარიზმის მუზეუმში

ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის მოსწავლეები ექსკურსიით იმყოფებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმში


მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტების ასლები, მათ შორის უცხოეთის არქივებსა და წიგნთსაცავებში დაცული მასალები.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დარბაზები, ნახეს თემატური დოკუმენტური ფილმები და გიდის დახმარებით მიიღეს ბევრი საინტერესო და შემეცნებითი ინფორმაცია საქართველოს საპარლამენტო ისტორიის შესახებ.


ვიზიტის მიზანი იყო გარემოსდაცვითი და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ურთიერთკავშირის გააზრება – როგორ ყალიბდება სახელმწიფო გადაწყვეტილებები და რა როლი აქვს აქტიურ მოქალაქეობას ქვეყნის მდგრად განვითარებაში.


 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page