top of page

"გაუყავი თხილის გული"

Updated: 11 hours ago

ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით სკოლაში გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხით მოსწავლეებმა შეიძინეს სურსათი და 27 იანვარს საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ მოინახულეს.გასვლით აქტივობაში ჩაერთნენ სკოლის თვითმმართველობისა და ეკოკლუბის მოსწავლეები, ეკოკლუბის ხელმძღვანელ ლიკა მესხთან ერთად. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ქალბატონებმა ელენე ფანჯიკიძემ და ირმა დოლიძემ, გულთბილად უმასპინძლეს GAS-ელებს და საკუთარი საქმიანობის დეტალები გააცნეს. ორგანიზაცია „თხილის გული“ ყოველდღიურად ამზადებს და ურიგებს სადილს 250 ბენეფიციარს. ორგანიზაცია შემოწირულობების დახმარებით ფუნქციონირებს. ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს, თავადაც ჩართულიყვნენ სადილის მოსამზადებელ ეტაპებში.  ქართულ-ამერიკული სკოლა უწყობს ხელს მოსწავლეებში ემპათიის, სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.


🌍 ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა სიკეთე არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ისწავლონ.




 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page