გაზიარებული წიგნი, გაზიარებული სიკეთე
- diana meskhishvili
- Dec 25, 2025
- 1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის ინიციატივით, აქციის - „მოახდინე ცვლილებას“ - ფარგლებში სკოლაში შეგროვდა წიგნები.
კეთილ საქმეში მთელი სასკოლო საზოგადოება ჩაერთო, რის შედეგადაც დიდი რაოდენობით წიგნი შეგროვდა. შემდეგ წიგნები გადავეცით საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასს“.
შეგროვილი წიგნები განაწილდება დღის ცენტრებში და დედოფლისწყაროს სკოლებში.
განსაკუთრებით თბილი იყო ის ფაქტი, რომ GAS-ელებმა წიგნებში გულთბილი წერილები ჩადეს - ასე რომ, მომავალ მკითხველს წიგნთან ერთად ჩვენი მოსწავლეების კეთილი სურვილებიც შეხვდება
მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს, ვინც ამ ინიციატივაში მიიღო მონაწილეობა.
.png)












