ეკოკლუბის გასვლითი ვორქშოპი თელავში
- Mar 9
- 1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის წევრებისთვის ქალაქ თელავში ჩატარდა გასვლითი გარემოსდაცვითი ვორქშოპი.
მოსწავლეები ჩაერთნენ როლურ თამაშებში, თემატურ დისკუსიებში, გუნდურ და შემოქმედებით აქტივობებში, სადაც იმუშავეს გარემოს დაცვის საკითხებზე.
სამი დღის განმავლობაში მათ მიიღეს ახალი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, ასევე მონაწილეობა მიიღეს საღამოს აქტივობებსა და შემეცნებით ექსკურსიაში თელავში.
ვორქშოპის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.
ორგანიზატორი პედაგოგები: ლია მესხი და მერი ციმაკურიძე
.png)




































