top of page

"გაიცანი დიდი ადამიანები - მარო მაყაშვილი"

  • Feb 19
  • 1 min read

ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის, თ. ჭელიძის გრძელვადიანი პროექტის „გაიცანი დიდი ადამიანები“ ფარგლებში, თებერვალი მიეძღვნა მარო მაყაშვილს - პირველ ქართველ ქალს, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.


პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა:


  • მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში მოისმინეს მისი ცხოვრების შთამბეჭდავი ამბები;


  • შემდეგ კი დაათვალიერეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, სადაც ისტორია მათთვის ცოცხალ გამოცდილებად იქცა.


ასეთი არაფორმალური საგანმანათლებლო ინიციატივები ცოდნას ღირებულებებთან აერთიანებს და ხელს უწყობს მოქალაქეობრივად შეგნებული თაობის აღზრდას.



 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page