საგანმანათლებლო პროგრამა - „სამეფო გვირგვინი“
- diana meskhishvili
- Dec 25, 2025
- 1 min read
საგანმანათლებლო ექსკურსია ხელოვნების სასახლეში
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-5 კლასების მოსწავლეები ექსკურსიით ეწვივნენ ხელოვნების სასახლეს და მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში - „სამეფო გვირგვინი“.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბაგრატიონთა დინასტიის გამოფენა, ნახეს სამეფო ტანისამოსი, აღჭურვილობა და ძვირფასეულობა, ასევე მოისმინეს ინფორმაცია მათ ისტორიასა და მნიშვნელობაზე.
ექსკურსიის ფარგლებში ბავშვებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი სამეფო გვირგვინების ისტორიაზე, რის შემდეგაც მონაწილეობა მიიღეს შემოქმედებით ვორქშოფში.
ვორქშოფის დროს მოსწავლეებმა საკუთარი ხელებითა და წარმოსახვით შექმნეს საკუთარი სამეფო გვირგვინები.
ასეთი საგანმანათლებლო აქტივობები წარმოადგენს სწავლის ხალისიან და არაფორმალურ ფორმას.
პედაგოგები: თამარ ჭელიძე და მარინა კობახიძე
.png)




































