top of page


"გაიცანი დიდი ადამიანები - მარო მაყაშვილი"
ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის, თ. ჭელიძის გრძელვადიანი პროექტის „გაიცანი დიდი ადამიანები“ ფარგლებში, თებერვალი მიეძღვნა მარო მაყაშვილს - პირველ ქართველ ქალს, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა: მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში მოისმინეს მისი ცხოვრების შთამბეჭდავი ამბები; შემდეგ კი დაათვალიერეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, სადაც ისტორია მათთვის ცოცხალ გამოცდილებად იქცა. ასეთი არაფორმალური საგანმანათლებლო ინიციატივები ცოდნას ღი


წერილი ლევენჰუკს - მე-7 კლასის ინტეგრირებული პროექტი
მე-7 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში მეცნიერების ისტორია თანამედროვე ბიოლოგიას დაუკავშირეს. პროექტის ფარგლებში მათ წერილი მისწერეს მე-17 საუკუნის ცნობილ მეცნიერს - ანტონი ვან ლევენჰუკს. გააცნეს უჯრედის შესახებ ის მნიშვნელოვანი აღმოჩენები, რომლებიც მისი ეპოქის შემდეგ განვითარდა. პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა წერილის სამ ენაზე - ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე მომზადება , რაც ხელს უწყობდა როგორც საგნობრივ ინტეგრაციას, ასევე


პატარა მოჭადრაკეები დიდ დაფაზე
ქართულ-ამერიკული სკოლის პირველკლასელებმა სემესტრის დასასრულს ჭადრაკის გაკვეთილები განსაკუთრებული და სახალისო აქტივობით შეაჯამეს. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჭადრაკის ფიგურების მოძრაობის წესები და თავისებურებები. თითოეულმა ბავშვმა თავად აირჩია სასურველი ფიგურა, მოირგო შესაბამისი ფორმა და დიდ საჭადრაკო დაფაზე „გააცოცხლა“ თავისი საჭადრაკო როლი. აქტივობა იყო ერთდროულად საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და ძალიან სახალისო. სწავლა თამაშით უფრო საინტერესოა


ბუნებისმეტყველება და 𝐒𝐓𝐄𝐌 პროექტები
მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებისა და ისტის ინტეგრირებულ ღია გაკვეთილზე საკუთარი ხელით შექმნილი 𝐒𝐓𝐄𝐌 პროექტები წარადგინეს. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ციურ სხეულებზე , ტექსტები ადაპტირება გაუკეთეს 5-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის და ელექტრონულად შექმნეს ილუსტრაციები წიგნის გასაფორმებლად . მიღებული მასალის საფუძველზე მათ შექმნეს კოსმოსის თემაზე ელექტრონული ხმოვანი წიგნი . 𝐒𝐓𝐄𝐌 მიმართულებით მოსწავლეებმა დაამზადეს მზის სისტემის განათებული მოდელები , გამოიყე


საქართველო არაქართულ წყაროებში
(პროექტის ავტორი: ირმა თითირაშვილი) 25 დეკემბერს ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა საგანმანათლებლო ღონისძიება „საქართველო არაქართულ წყაროებში“. ისტორია მხოლოდ წარსულის თხრობა არ არის - ის ცოცხალი დიალოგია კულტურებსა და ეპოქებს შორის. პროექტში მონაწილე ქართული და ამერიკული სექტორის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორია წარმოაჩინეს უცხოურ წერილობით წყაროებში ასახული მრავალფეროვანი ხედვებით. ეს დღე განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა - მოსწავლეებმა წარმოადგინეს ულამაზესი ქართული საცეკ


ზღაპართერაპია - ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი GAS-ში
ქართულ-ამერიკულ სკოლაში საინტერესო შეხვედრები ხშირად ტარდება. ამჯერად მესამე კლასის მოსწავლეებს შეხვდა ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი . მან ბავშვებს წაუკითხა თერაპიული ზღაპარი, ესაუბრა თერაპიის მნიშვნელობაზე და მათთან ერთად ზღაპრის შინაარსი გააანალიზა. მოსწავლეებმა გაიხსენეს საყვარელი ზღაპრები, ისაუბრეს მომავალ პროფესიაზე და ზღაპრის გმირების როლებიც მოირგეს. სტუმარმა სკოლას საჩუქრად გადასცა ზღაპრების წიგნი და გასაფერადებელი ილუსტრაციები. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის ფსიქოლოგე


ვორქშოპი “Fun Experiments”
ვორქშოპი “Fun Experiments” — მეცნიერება ყველაზე სახალისო ფორმატში! ქართულ–ამერიკული სკოლის ამერიკული სადიპლომო პროგრამის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ასოციაცია „ბიო“ -ს მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო და სახალისო ვორქშოპში — “Fun Experiments” . ვორქშოპს უძღვებოდა ასოციაცია „ბიო“-ს დამფუძნებელი, ქიმიის დოქტორი — ქ-ნი ხათუნა გოგალაძე . ვორქშოპის პროგრამა: ქრომატოგრაფია — ფერადი ნაერთების დაშლის პროცესის უშუალო დაკვირვება. დნმ–ის გამოყოფა და მისი მიკროსკოპული შესწა


პროექტი: „გაიცანი დიდი ადამიანები“- სულხან-საბა ორბელიანი
ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის, თამარ ჭელიძის , გრძელვადიანი პროექტის — „გაიცანი დიდი ადამიანები“ — ფარგლებში, გაიმართა საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა, რომელიც დიდი მოაზროვნისა და მეიგავისა, სულხან-საბა ორბელიანის, ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა. მე-5 კლასის მოსწავლეებმა: მოისმინეს სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფია; წაიკითხეს მისი იგავ-არაკები ; მოუსმინეს მუხრან მაჭავარიანის ლექსს „საბა“; უყურეს დოკუმენტურ მასალას. ღონისძიებას ესწრებოდა კლასის დამრიგებელი ლიკა


დმანისის ფენომენი ახლო კადრში
იქ, სადაც ისტორია სუნთქავს — დმანისის ფენომენი ახლო კადრში ხანდახან ერთი საგანმანათლებლო პროექტი საკლასო ოთახს სცდება და ნამდვილ თავგადასავლად იქცევა. სწორედ ასეთი იყო ქართულ-ამერიკული სკოლის ისტორიის მასწავლებლის, ირმა თითირაშვილის, გრძელვადიანი პროექტი „დმანისის ფენომენი — ისტორიული მნიშვნელობა და მემკვიდრეობა“, რომელშიც 10/1 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. მოსწავლეებმა გაიარეს მთელი კვლევითი გზა: ისტორიული წყაროების სიღრმისეული ანალიზი, სამეცნიერო მასალების გაცნობა, დოკუმე


ინტელექტუალური თამაში – „ტვინების ბრძოლა“
ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური თამაშის – „ტვინების ბრძოლის“ შიდა სასკოლო ტური! მოსწავლეებმა გამოავლინეს გამჭრიახობა, სწრაფი აზროვნება და შემოქმედებითი მიდგომა თითოეულ კითხვაზე პასუხისას. გამარჯვებული გუნდები სკოლას საქალაქო პირველობაზე წარმოადგენენ. წარმატებები ჩვენს GAS-ის ინტელექტუალებს! მე-3 კლასებში – გუნდი „აინშტაინები“ მე-4 კლასებში – გუნდი „ ჩემპიონი“ მე-5 კლასებში – გუნდი „კითხვის ნიშანი“ მე-6–8 კლასებში – მე-VI გუნდი მე-9–11 კლასებში – I გუნდ


Spelling Bee
ქართულ-ამერიკულ სკოლაში წარმატებით გაიმართა ტრადიციული კონკურსი ინგლისური სიტყვების დამარცვლაში (Spelling Bee) , რომელშიც წელს მე-5-დან...


სამეცნიერო გამოფენა
2025 წლის 10 ივნისს, ქართულ-ამერიკულ სკოლაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელობით, გაიმართა სამეცნიერო გამოფენა....


ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"
ქართულ-ამერიკული სკოლის მოქალაქეობის კლუბის "თაობის ხმის" ორგანიზებით VIII-XI კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა თემატური ინტელექტუალური...


მათემატიკური ვიქტორინა
მათემატიკური ვიქტორინა 8-ე კლასებში! 5 ივნისს, მათემატიკური კვირეულის ფარგლებში, ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა „მათემატიკური...


კვლევითი პროექტი დემოგრაფიულ გამოწვევებზე
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს კვლევითი პროექტი დემოგრაფიულ გამოწვევებზე თემა: "დემოგრაფიული...


ეკოლოგია და 𝐒𝐓𝐄𝐌 პროექტები
ქართულ-ამერიკულ სკოლაში მე-𝟒 კლასელებმა ბუნებისმეტყველების და ისტის ინტეგრირებულ ღია გაკვეთილზე ჩაატარეს პრეზენტაციები ეკოლოგიურ თემაზე...


„ანა ფრანკის დღიური“ - შემეცნებითი ღონისძიება
8 მაისს, გრძელვადიანი პროექტის „გაიცანი დიდი ადამიანების“ ფარგლებში და ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქართულ-ამერიკული სკოლის...


პატარა ნაბიჯები - დიდი საქმეები!
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბელებმა, ლიკა მესხის ხელმძღვანელობით, პროექტის „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“ ფარგლებში ჩაატარა ვორქშოპი თემაზე:...


ქართული ენის კვირეული – „დედაენა ჩვენი საგანძურია“
ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სკოლის III კლასებში ჩატარდა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა თემაზე „დედაენა – ჩვენი საგანძური“. დაწყებითი კლასების პედაგოგებმა — თამარ ბოჭორიშვილმა, ეკატერინე მაკარიძემ, ლელა ღლონტმა და მარიამ ღუბელაძემ — მოსწავლეებს უამბეს, თუ რატომ აღვნიშნავთ საქართველოში ამ მნიშვნელოვან დღეს. გაკვეთილი მიეძღვნა ქართული ენისა და ანბანის უნიკალურობას , მისი შექმნისა და განვითარების ისტორიას. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით შეავსეს კროსვორდი


„ენა დედაა ერისა“ — უფროსკლასელების შეხვედრა მეორეკლასელებთან!
ქართულ-ამერიკული სკოლაში კათედრების ურთიერთანამშრომლობის მიმართულებით განხორციელდდა სასწავლო პროექტი ,,ენა დედაა ერისა”. პატარებისათვის შეთავაზებული მეთერთმეტეკლასელთა დაგეგმილი აქტივობები საინტერესო და მრავალმხრივი იყო. მეორე კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, მიიღეს მონაწილეობა ვიქტორინაში და შექმნეს მცირე ესეები ქართული ენის შესახებ. ქართულ-ამერიკული სკოლა - სადაც იზრდებიან საქართველოს საამაყო წარმატებული თაობები! პედაგოგები: ეკატერინე მაჭარაშვილი და დიანა კ
bottom of page
.png)
