პროექტი: „გაიცანი დიდი ადამიანები“- სულხან-საბა ორბელიანი
- diana meskhishvili
- Dec 9, 2025
- 1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის, თამარ ჭელიძის, გრძელვადიანი პროექტის — „გაიცანი დიდი ადამიანები“ — ფარგლებში, გაიმართა საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა, რომელიც დიდი მოაზროვნისა და მეიგავისა, სულხან-საბა ორბელიანის, ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა:
მოისმინეს სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფია;
წაიკითხეს მისი იგავ-არაკები ;
მოუსმინეს მუხრან მაჭავარიანის ლექსს „საბა“;
უყურეს დოკუმენტურ მასალას.
ღონისძიებას ესწრებოდა კლასის დამრიგებელი ლიკა დავითაშვილი.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა შეჯამება — კითხვა-პასუხის ფორმატში მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი აზრები და შთაბეჭდილებები, ისაუბრეს იგავ-არაკების მორალზე, იმაზე, რას მიხვდნენ და როგორ მოიქცეოდნენ თავად პერსონაჟების ადგილზე.
„პროექტი „გაიცანი დიდი ადამიანები“ კვლავ აგრძელებს მოსწავლეების ინტელექტუალური და სულიერი სამყაროს გამდიდრებას — "ნაბიჯ-ნაბიჯ, წიგნიდან წიგნამდე.“
.png)
























