top of page

მათემატიკური ვიქტორინა

Updated: Sep 2

მათემატიკური ვიქტორინა 8-ე კლასებში!


5 ივნისს, მათემატიკური კვირეულის ფარგლებში, ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა „მათემატიკური ვიქტორინა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე-8 კლასის მოსწავლეებმა.


ღონისძიება დაგეგმა და განახორციელა მათემატიკის პედაგოგმა ინგა ხეცურიანმა, კათედრის სხვა წევრებთან ერთად.


ვიქტორინაში თითოეული მე-8 კლასიდან შერჩეული 5-5 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანების ამოხსნაში.


დაძაბული და აზარტული შეჯიბრის შედეგად, გამარჯვებულად გამოვლინდა 8/3 კლასის გუნდი:

  • სანდრო წითლიძე, ლევან ბეგიაშვილი, ელენე ლოლაძე, ნინი ბერძენიშვილი, ბესო ბესელია


ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის!


მსგავსი ინტელექტუალური თამაშები კიდევ უფრო უღრმავებენ მოსწავლეებს მათემატიკისადმი ინტერესს.



(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page