წერილი ლევენჰუკს - მე-7 კლასის ინტეგრირებული პროექტი
- Feb 11
- 1 min read
მე-7 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში მეცნიერების ისტორია თანამედროვე ბიოლოგიას დაუკავშირეს.
პროექტის ფარგლებში მათ წერილი მისწერეს მე-17 საუკუნის ცნობილ მეცნიერს - ანტონი ვან ლევენჰუკს. გააცნეს უჯრედის შესახებ ის მნიშვნელოვანი აღმოჩენები, რომლებიც მისი ეპოქის შემდეგ განვითარდა.
პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა წერილის სამ ენაზე - ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე მომზადება, რაც ხელს უწყობდა როგორც საგნობრივ ინტეგრაციას, ასევე მოსწავლეთა მრავალენოვანი კომპეტენციების განვითარებას.
პროექტმა ხელი შეუწყო კვლევითი, ანალიტიკური და წერითი უნარების განვითარებას.
მენტორი პედაგოგები: ლიკა მესხი და ფიქრია წიკლაური
.png)
















































