top of page

ბუნებისმეტყველება და 𝐒𝐓𝐄𝐌 პროექტები

მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებისა და ისტის ინტეგრირებულ ღია გაკვეთილზე საკუთარი ხელით შექმნილი 𝐒𝐓𝐄𝐌 პროექტები წარადგინეს.


მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ციურ სხეულებზე, ტექსტები ადაპტირება გაუკეთეს 5-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის და ელექტრონულად შექმნეს ილუსტრაციები წიგნის გასაფორმებლად. მიღებული მასალის საფუძველზე მათ შექმნეს კოსმოსის თემაზე ელექტრონული ხმოვანი წიგნი.


𝐒𝐓𝐄𝐌 მიმართულებით მოსწავლეებმა დაამზადეს მზის სისტემის განათებული მოდელები, გამოიყენეს LED ნათურები და ააგეს ელექტრული წრედები.


𝐒𝐓𝐄𝐌 განათლება ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - აქ პატარა გამომგონებლები გუნდურად მუშაობენ იდეებზე და სწავლობენ მათ რეალურ პროექტებად ქცევას. 𝐀𝐫𝐝𝐮𝐢𝐧𝐨 𝐔𝐧𝐨 მიკროკონტროლერისა და 𝐓𝐢𝐧𝐤𝐞𝐫𝐜𝐚𝐝-ის გამოყენებით ისინი ჯერ ვირტუალურ მოწყობილობებს ქმნიან, შემდეგ კი რეალურ მოდელებად აქცევენ.


პედაგოგები: ირმა ქობულაშვილი, ლიკა დავითაშვილი


 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page