top of page

დმანისის ფენომენი ახლო კადრში

იქ, სადაც ისტორია სუნთქავს — დმანისის ფენომენი ახლო კადრში


ხანდახან ერთი საგანმანათლებლო პროექტი საკლასო ოთახს სცდება და ნამდვილ თავგადასავლად იქცევა.

სწორედ ასეთი იყო ქართულ-ამერიკული სკოლის ისტორიის მასწავლებლის, ირმა თითირაშვილის, გრძელვადიანი პროექტი „დმანისის ფენომენიისტორიული მნიშვნელობა და მემკვიდრეობა“, რომელშიც 10/1 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.


მოსწავლეებმა გაიარეს მთელი კვლევითი გზა:

  • ისტორიული წყაროების სიღრმისეული ანალიზი,

  • სამეცნიერო მასალების გაცნობა,

  • დოკუმენტური ვიდეოს ჩანაფიქრი და გადაღება,

  • ინგლისურენოვანი პრეზენტაციების მომზადება.


პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საველე კვლევა, რომლის დროსაც მოსწავლეებმა დმანისის არქეოლოგიური ადგილი თავად მოინახულეს.


ესერზე მათ შესაძლებლობა მიეცათ ისტორია უშუალოდ შეეხოთ, საკუთარი თვალით დაენახათ გათხრების ობიექტები და თეორიული ცოდნა რეალურ გარემოში დაენახათ.


პროექტის დასასრულს, მოსწავლეებმა ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოადგინეს კვლევის შედეგები, დოკუმენტური ფილმი და პრეზენტაციები. მათ გადაეცათ სერტიფიკატები.



 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page