საქართველო არაქართულ წყაროებში
- diana meskhishvili
- Dec 26, 2025
- 1 min read
(პროექტის ავტორი: ირმა თითირაშვილი)
25 დეკემბერს ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა საგანმანათლებლო ღონისძიება „საქართველო არაქართულ წყაროებში“.
ისტორია მხოლოდ წარსულის თხრობა არ არის - ის ცოცხალი დიალოგია კულტურებსა და ეპოქებს შორის.
პროექტში მონაწილე ქართული და ამერიკული სექტორის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორია წარმოაჩინეს უცხოურ წერილობით წყაროებში ასახული მრავალფეროვანი ხედვებით.
ეს დღე განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა - მოსწავლეებმა წარმოადგინეს ულამაზესი ქართული საცეკვაო და ვოკალური ნომრები და საკუთარი ნიჭით მოაჯადოვეს მაყურებელი.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
პროექტმა ნათლად დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიის შესწავლა საერთაშორისო კონტექსტში და რა დიდ როლს ასრულებს მსგავსი ინიციატივები კრიტიკული აზროვნების, კვლევითი უნარებისა და აკადემიური კულტურის ჩამოყალიბებაში.
მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს, ორგანიზატორსა და დამსწრე საზოგადოებას იმ თბილი ატმოსფეროსთვის, რომელმაც ეს დღე ნამდვილად დასამახსოვრებელი გახადა.
.png)


























































