top of page


𝐆𝐀𝐒 𝐒𝐩𝐞𝐚𝐤𝐞𝐫 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦
ქართულ-ამერიკულ სკოლაში კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დასრულდა - 𝐆𝐀𝐒 𝐒𝐩𝐞𝐚𝐤𝐞𝐫 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦. პროექტი, უკვე მესამე წელია ტარდება მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით . წლიდან წლამდე ის სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს. წელს ფორუმში 𝟓𝟎 მოსწავლე მონაწილეობდა. 𝐆𝐀𝐒 𝐒𝐩𝐞𝐚𝐤𝐞𝐫 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦 მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა: საჯარო გამოსვლისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; კრიტიკული და


გაეროს მოდელირება 𝟮𝟬𝟮𝟲
ქართულ-ამერიკულ სკოლაში წარმატებით დასრულდა გაეროს მოდელირების (𝗠𝗨𝗡) სამდღიანი საგანმანათლებლო პროექტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების დელეგატები, ხოლო წინა წლების გამოცდილი მონაწილეები ჯგუფების ლიდერებად მოგვევლინნენ. ორივე სკოლის დელეგატები მარტში გაემგზავრებიან ნიუ-იორკში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ 𝗡𝗛𝗦𝗠𝗨𝗡-ის საერთაშორისო კონფერენციაში. სკოლაში გამართული მოდელირება მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება საერთაშორისო ასპარეზზ


სამაგიდო ჩოგბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატი
ქართულ-ამერიკული სკოლაში წარმატებით ჩატარდა სამაგიდო ჩოგბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატი, რომელიც გაიმართა მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის და ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით. ვაჟებში გამარჯვებულები: ჯეკო მეიშვილი გიორგი ლომთაძე იოანე ჭუმბურიძე გოგოებში გამარჯვებულები: ანა მჭედლიშვილი მარიამ კერვალიშვილი მარიამ შახნაზაროვა პედაგოგი: ლევან დემეტრაშვილი ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილესა და მოსწავლეთა თვითმმართველობას! მომავალ


ვალენტინობის დღე ქართულ-ამერიკულ სკოლაში
მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართულობით, დაიგეგმა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სახლში მოამზადეს ნამცხვრები და დასვენებაზე მოეწყო გამოფენა-გაყიდვა . შემოსული თანხა მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს. ქართულ-ამერიკული სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს მსგავს სამოქალაქო ინიციატივებს და ამაყობს მოსწავლეებით, რომლებიც გულწრფელად ზრუნავენ სხვებზე. სიკეთე მართლაც გადამდებია


MUN 2026 | ორგანიზაციული შეხვედრა
მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებითა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით , ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართება გაეროს მოდელირების სიმულაცია (MUN) - სამდღიანი საგანმანათლებლო პროექტი , რომელიც მოსწავლეებს დიპლომატიური, კრიტიკული აზროვნებისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარებაში დაეხმარება. პროექტში მონაწილეობას იღებს ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების 39 დელეგატი . შარშანდელი დელეგატები, მათ შორის ნიუ-იორკში გამართული გაეროს კონფერენციის მონაწილ


"ჩვენი როლი ურბანული ბიომრავალფეროვნების დაცვაში" - ქრისტინე ბელაშვილი
ქართულ-ამერიკული სკოლის მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში , მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, სკოლაში მოიწვიეს გარემოსდაცვითი განათლების სპეციალისტი, პროექტ „შეამჩნიე“ -ს თანადამფუძნებელი - ქრისტინე ბელაშვილი . აღსანიშნავია, რომ მოწვეული სტუმარი 2024 წელს ჩრდილოეთ ამერიკის გარემოსდაცვითი ასოციაციის მიერ შერჩეულ იქნა იმ 30 წლამდე 30 ადამიანს შორის , რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გარემოსდაცვითი განათლების განვითარებაში . შეხვედრის თემა იყო: ჩვენი როლი ურბანულ


ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ვიზიტი
ქართულ-ამერიკულ სკოლაში მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეთა თვითმმართველობის მოწვევით , ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა - ქეთი შუღლაშვილმა და ნატალი ჯაფარიძემ ისაუბრეს თანამედროვე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემებზე: დეზინფორმაცია მედია წიგნიერება მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები, როგორ ამოიცნონ მცდარი ინფორმაცია, კრიტიკულად გააანალიზონ მედია და პასუხისმგებლობით მოიხმარონ ინფორმაცია ციფრულ სივრცეში.


თვითმმართველობის ინიციატივა – ახალი სასკოლო ფორმის დიზაინი
ქართულ-ამერიკული სკოლის თვითმმართველობამ, სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩაატარა ახალი სასკოლო ფორმის დიზაინის კონკურსი , რომელშიც ყველა მოსწავლეს შეეძლო მონაწილეობის მიღება. მოსწავლეებმა გამოგზავნეს ესკიზები, ხოლო თვითმმართველობის ინსტაგრამ გვერდზე @gasstudent ჩატარებული ხმის მიცემის შედეგად, გამოვლინდა 16 საუკეთესო ნამუშევარი. 27 იანვარს საუკეთესო ესკიზების ავტორები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. თვითმმართველობა აქტიურადაა ჩართული სკოლის ცხოვრებაში – ხელს უწყობს მო


ლუკა კოკაია - "საჯარო გამოსვლის ხელოვნება და ეფექტური კომუნიკაცია"
ქართულ-ამერიკული სკოლის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული გრძელვადიანი პროექტის - „GAS Speaker Forum “- ფარგლებში, სკოლაში მოიწვიეს მომხსენებელი ლუკა კოკაია , ვივა აკადემიის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი. შეხვედრის თემა იყო საჯარო გამოსვლის ხელოვნება და ეფექტური კომუნიკაცია . საუბარი შეეხო იმ მნიშვნელოვან უნარებს, რომლებიც საჯარო გამოსვლისას აუცილებელია და წარმატებულ კომუნიკაციას განაპირობებს. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მათ პირად და აკადემიურ


"გაუყავი თხილის გული"
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით სკოლაში გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხით მოსწავლეებმა შეიძინეს სურსათი და 27 იანვარს საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ მოინახულეს.გასვლით აქტივობაში ჩაერთნენ სკოლის თვითმმართველობისა და ეკოკლუბის მოსწავლეები, ეკოკლუბის ხელმძღვანელ ლიკა მესხთან ერთად. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ქალბატონებმა ე ლენე ფანჯიკიძემ და ირმა დოლიძემ, გულთბილად უმასპინძლეს GAS-ელებს და ს


ფსიქოთერაპევტი ბესო ჭიღვარია / თემა: მენტალური ჯანმრთელობა
ქართულ-ამერიკული სკოლის მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში , მე-10/2 კლასის ინიციატივითა და მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, გაიმართა საინფორმაციო და საინტერესო შეხვედრა ფსიქოთერაპევტ ბესო ჭიღვარიასთან. შეხვედრის მთავარი თემა იყო მენტალური ჯანმრთელობა - მისი მნიშვნელობა, ემოციების მართვის გზები და პრაქტიკული რეკომენდაციები სტრესისა და შფოთვის დასაძლევად. შეხვედრას ესწრებოდნენ მე-7–მე-10 კლასების მოსწავლეები. ზრუნვა მენტალურ ჯანმრთელობაზე ძლიერი და ჯანმრთელი საზოგა


გაზიარებული წიგნი, გაზიარებული სიკეთე
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის ინიციატივით, აქციის - „მოახდინე ცვლილებას“ - ფარგლებში სკოლაში შეგროვდა წიგნები. კეთილ საქმეში მთელი სასკოლო საზოგადოება ჩაერთო , რის შედეგადაც დიდი რაოდენობით წიგნი შეგროვდა. შემდეგ წიგნები გადავეცით საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასს“. შეგროვილი წიგნები განაწილდება დღის ცენტრებში და დედოფლისწყაროს სკოლებში. განსაკუთრებით თბილი იყო ის ფაქტი, რომ GAS-ელებმა წიგნებში გულთბილი წერილები ჩადეს - ასე რომ, მომავალ მკითხველს წიგნთან ერთად ჩვე


"დაიჭირე მომენტი" -ფოტოკონკურსი
ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების თვითმმართველობის ორგანიზებით წარმატებით ჩატარდა ფოტოკონკურსი. კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი — ანისია გრძელიძე მეორე ადგილი — თუთი ქელეხასაშვილი მესამე ადგილი — მაგდა ზურაბაშვილი პირველი ადგილის მფლობელს გადაეცა სპეციალური საჩუქრები — ფოტოხელოვნებისთვის საჭირო აქსესუარები. ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და შემოქმედებითი ნამუშევრებისთვის!


სტუმრობა „კათარზისში“
ქართულ-ამერიკული სკოლის სხვადასხვა კლუბის მოსწავლეები ესტუმრნენ „კათარზისს. ბავშვებმა მოხალისეებად იმუშავეს სასადილოში და საკუთარი წვლილი შეიტანეს კეთილ საქმეში. ასევე დაათვალიერეს ორგანიზაციის სივრცეები და პირადად გაიცნეს ბენეფიციარები. ქართულ-ამერიკული სკოლა აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში. ჩვენთვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ტოლერანტობა და ემპათია ძალიან მნიშვვნელოვანია.


საქველმოქმედო კვირეული
ქართულ-ამერიკულ სკოლაში ნოემბერი სავსე იყო კეთილი საქმეებით! ეკო-კლუბის ინიციატივით სკოლაში განთავსდა სასაჩუქრე ყუთები ფონდ „მომავლის გზის“ ბავშვებისთვის. კამპანიაში ბევრი ადამიანი ჩაერთო, ხოლო შეგროვებული საჩუქრებით GAS-ის ეკო-კლუბის წევრები „მომავლის გზის“ პატარა მეგობრებს ესტუმრნენ , გადასცეს საჩუქრები და მათთან ერთად გაიზიარეს გულწრფელი სიხარულის წუთები. ბავშვების ღიმილი ხომ ყველაზე ძვირფასი საჩუქარია! ასევე, Halloween-ზე თვითმმართველობამ გამართა საქველმოქმედო გამ


თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები
ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები. ხმათა უმრავლესობით თვითმმართველობის პრეზიდენტად არჩეულ იქნა მე-11 კლასის მოსწავლე თათული ზილფიმიანი. მოსწავლეთა თვითმმართველობა ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, აძლევს მათ მოტივაციას განახორციელონ სხვადასხვა პროექტი, გამოიჩინონ ინიციატივა და გახდნენ სკოლის განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილეები.


"AI-სთან მეგობრობა და შენი პირველი კვლევა" - პროექტი „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“
7 მაისს, ქართულ-ამერიკულ სკოლაში, გრძელვადიანი პროექტის „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“ ფარგლებში, გაიმართა საინტერესო ღონისძიება თემაზე: „AI-სთან მეგობრობა და შენი პირველი კვლევა: იდეიდან მოქმედებამდე“ . ღონისძიების მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაცნობა და მისი გამოყენება რეალურ ცხოვრებაში. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ: თორნიკე ჯანგირაშვილი - Georgian Youth Health Association (GYHA)-ს პრეზიდენტი; გიგა კიკორია - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), თსუ-ს, ალტე, ბი


„ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“ - თემა "საჯარო გამოსვლების ხელოვნება" დ. კენჭაძე
5 მაისს , გრძელვადიანი პროექტის „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“ -ს ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სკოლა მასპინძლობდა წარმატებულ მეწარმესა და Kenchadze Academy -ის დამფუძნებელს - დავით კენჭაძეს . თემა: საჯარო გამოსვლების ხელოვნება შეხვედრის ორგანიზატორი : მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტი, ანანო კენჭაძე "შენი სახელი და საქმიანობა უნდა გახდეს ბრენდი" (c) დავით კენჭაძე შეხვედრაზე ბ-ნმა დავითმა მოსწავლეებს გააცნო წარმატებული საჯარო გამოსვლებისთვის აუცილებელი ტექნიკის საფუძვლები და გა


„ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“. თემა I - "კონფლიქტები"
ქართულ-ამერიკული სკოლა წარმოგიდგენთ ახალ პროექტს – „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“! ქართულ-ამერიკული სკოლა ხშირად ათამამებს საკუთარ მოსწავლეებს...


შიდა სასკოლო ჩემპიონატი კალათბურთში
ქართულ-ამერიკული სკოლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ხელს უწყობს მოსწავლეთა ფიზიკურ აქტივობასა და სპორტულ განვითარებას . მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა შიდა სასკოლო ჩემპიონატი კალათბურთში მე-8 და მე-9 კლასების შორის . სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს თვითმმართველობის იდეებს და მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს, იყვნენ აქტიურები და განავითარონ ორგანიზატორული უნარები. ფინალურ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ მე-9(2) და მე-8(2) კლა
bottom of page
.png)
