ლუკა კოკაია - "საჯარო გამოსვლის ხელოვნება და ეფექტური კომუნიკაცია"
- Jan 29
- 1 min read
Updated: Feb 3
ქართულ-ამერიკული სკოლის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული გრძელვადიანი პროექტის - „GAS Speaker Forum “- ფარგლებში, სკოლაში მოიწვიეს მომხსენებელი ლუკა კოკაია, ვივა აკადემიის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი.
შეხვედრის თემა იყო საჯარო გამოსვლის ხელოვნება და ეფექტური კომუნიკაცია. საუბარი შეეხო იმ მნიშვნელოვან უნარებს, რომლებიც საჯარო გამოსვლისას აუცილებელია და წარმატებულ კომუნიკაციას განაპირობებს.
მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მათ პირად და აკადემიურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
GAS Speaker Forum გრძელდება და მომავალშიც არაერთ საინტერესო შეხვედრას გვპირდება.
.png)


























