საქველმოქმედო კვირეული
- gas135791113
- Nov 19, 2025
- 1 min read
ქართულ-ამერიკულ სკოლაში ნოემბერი სავსე იყო კეთილი საქმეებით!
ეკო-კლუბის ინიციატივით სკოლაში განთავსდა სასაჩუქრე ყუთები ფონდ „მომავლის გზის“ ბავშვებისთვის. კამპანიაში ბევრი ადამიანი ჩაერთო, ხოლო შეგროვებული საჩუქრებით GAS-ის ეკო-კლუბის წევრები „მომავლის გზის“ პატარა მეგობრებს ესტუმრნენ , გადასცეს საჩუქრები და მათთან ერთად გაიზიარეს გულწრფელი სიხარულის წუთები. ბავშვების ღიმილი ხომ ყველაზე ძვირფასი საჩუქარია!
ასევე, Halloween-ზე თვითმმართველობამ გამართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და შეგროვებული თანხა მოხმარდა სურსათის შეძენას, რომელიც გადაეცა საქველმოქმედო ფონდს „ცხოვრება მშვენიერია“.
კეთილი საქმე გადამდებია — მალე გაგიზიარებთ სიახლეებს ჩვენი სკოლის მომდევნო საქველმოქმედო აქტივობაზეც!
.png)


































