თვითმმართველობის ინიციატივა – ახალი სასკოლო ფორმის დიზაინი
- Jan 29
- 1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლის თვითმმართველობამ, სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩაატარა ახალი სასკოლო ფორმის დიზაინის კონკურსი, რომელშიც ყველა მოსწავლეს შეეძლო მონაწილეობის მიღება.
მოსწავლეებმა გამოგზავნეს ესკიზები, ხოლო თვითმმართველობის ინსტაგრამ გვერდზე @gasstudent ჩატარებული ხმის მიცემის შედეგად, გამოვლინდა 16 საუკეთესო ნამუშევარი. 27 იანვარს საუკეთესო ესკიზების ავტორები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
თვითმმართველობა აქტიურადაა ჩართული სკოლის ცხოვრებაში – ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებას, სთავაზობს მათ სივრცეს იდეების რეალიზებისთვის და ქმნის მეგობრულ, შემოქმედებით გარემოს.
.png)














































