top of page


"გაიცანი დიდი ადამიანები - მარო მაყაშვილი"
ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის, თ. ჭელიძის გრძელვადიანი პროექტის „გაიცანი დიდი ადამიანები“ ფარგლებში, თებერვალი მიეძღვნა მარო მაყაშვილს - პირველ ქართველ ქალს, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა: მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში მოისმინეს მისი ცხოვრების შთამბეჭდავი ამბები; შემდეგ კი დაათვალიერეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, სადაც ისტორია მათთვის ცოცხალ გამოცდილებად იქცა. ასეთი არაფორმალური საგანმანათლებლო ინიციატივები ცოდნას ღი


სტუმარი - საბავშვო წიგნების ავტორი თამარ ფხაკაძე
17 თებერვალს ქართულ-ამერიკული სკოლა განსაკუთრებულ სტუმარს მასპინძლობდა - საბავშვო წიგნების ავტორს და ბავშვების უსაყვარლეს მწერალს, თამარ ფხაკაძეს . | შეხვედრისას, მწერალმა ჩვენს მესამეკლასელებს სასიხარულო ამბავი გაუზიარა - მათი საყვარელი გმირის, მარსიას , ახალი თავგადასავლის გაგრძელებაზე მუშაობს. ბავშვებმა ავტორს სიუჟეტის განვითარების საკუთარი საინტერესო იდეები შესთავაზეს, წაუკითხეს მათ მიერ მოფიქრებული ჯადოსნური შელოცვები, დაუსვეს უამრავი კითხვა და სიყვარულით დახატული პორტრე


სიზმარი, რომელიც წიგნად გადაიქცა
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე სთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკულ სკოლას ცნობილი ქართველი საბავშვო მწერალი, ვასილ გულეური ესტუმრა . სტუმარმა GAS -ის ცნობისმოყვარე მე-5 კლასელებს თავისი ახალი წიგნის შესახებ უამბო. აღმოჩნდა, რომ მწერალმა წიგნში დაწერილი ამბავი სიზმარში ნახა. სწორედ სიზმარი იქცა ინსპირაციად და ნანახმა ფურცლებზე გადმოინაცვლა სახელწოდებით, „სიზმარში დაკარგული ბიჭის ამბავი“ . მწერალმა წიგნიდან ამონარიდები წაიკითხა, რამაც ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია


ნინოობა GAS-ში
✨ წმინდა ნინო - რწმენის, სიმტკიცისა და სიყვარულის სიმბოლოა . ეს დღე განსაკუთრებით გვახსენებს სიკეთეს, ერთგულებას და იმ გზას, რომელმაც საქართველო გაანათა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4(4) კლასის მოსწავლეებმა წმინდანის ცხოვრების შესახებ როლური პრეზენტაცია წარადგინეს. ბავშვებმა წმინდა ნინოს ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი გააცოცხლეს და საინტერესო ფორმით გააცნეს თანატოლებს. პედაგოგები: თამარ ჭელიძე, ეკატერინე მაკარაძე


პროექტი: „გაიცანი დიდი ადამიანები“- სულხან-საბა ორბელიანი
ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის, თამარ ჭელიძის , გრძელვადიანი პროექტის — „გაიცანი დიდი ადამიანები“ — ფარგლებში, გაიმართა საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა, რომელიც დიდი მოაზროვნისა და მეიგავისა, სულხან-საბა ორბელიანის, ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა. მე-5 კლასის მოსწავლეებმა: მოისმინეს სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფია; წაიკითხეს მისი იგავ-არაკები ; მოუსმინეს მუხრან მაჭავარიანის ლექსს „საბა“; უყურეს დოკუმენტურ მასალას. ღონისძიებას ესწრებოდა კლასის დამრიგებელი ლიკა


ილიას კვირეული
ილია — ერის სინდისი ილია ჭავჭავაძის 188 წლის იუბილე სთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა ილიას კვირეული. პროექტის ფარგლებში მე-5 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას — სივრცეს, სადაც იგრძნობა ილიას სული, ქართული სიტყვის ძალა და ეროვნული სულის სიდიადე. შემდეგ ეტაპზე ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიჟღერა ილიას სიტყვამ — მოსწავლეებმა წაიკითხეს მისი ლექსები, გაიხსენეს ბიოგრაფიული ფაქტები და ისაუბრეს იმ უდიდეს მემკვიდრე


პროექტი „მე მკითხველი ვარ“
მეოთხე კლასის მოსწავლეები, პროექტის „მე მკითხველი ვარ“ ფარგლებში, სკოლის ბიბლიოთეკართან და პედაგოგებთან ერთად ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას . მოსწავლეებმა დაათვალიერეს „დედა ენის დარბაზი“ , იაკობ გოგებაშვილის კარადა მისი პირადი იბლიოთეკით. წიგნებს შორის გამოირჩეოდა „დედა ენის“ პირველი გამოცემები , მათ შორის — ავტორის ხელით გაკეთებული ეგზემპლარიც . ესტუმრნენ წიგნის მუზეუმს , სადაც ინახება „ძველნაბეჭდი ქართული წიგნი“ — მეფე ვახტანგ VI-ის მიერ დაბეჭდილი პირველი ქართ


„ჩემი წარმოსახვა“
ქართულ-ამერიკულ სკოლის ბიბლიოთეკაში კიდევ ერთი შემოქმედებითი დღე გვქონდა! ქალბატონი თამარ ჭელიძის ინიციატივით, მესამე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ აქტივობაში „ჩემი წარმოსახვა“ . ბიბლიოთეკარმა ბავშვებს წაუკითხა რამდენიმე საინტერესო საბავშვო მოთხრობა და იგავი, და შემდეგ თითოეულმა მათგანმა საკუთარი წარმოსახვით შექმნა ილუსტრაცია წაკითხული ტექსტის მიხედვით. ბიბლიოთეკაში ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. სწორედ ასეთი აქტივობები ეხმარება ბავშვებს, განივითარონ შემოქმედებითი უნარები


შემეცნებითი ღონისძიება „თამარ მეფე“
გრძელვადიანი პროექტის „გაიცანი დიდი ადამიანების“ ფარგლებში და თამარობის აღსანიშნავად, ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის, თამარ...


„ანა ფრანკის დღიური“ - შემეცნებითი ღონისძიება
8 მაისს, გრძელვადიანი პროექტის „გაიცანი დიდი ადამიანების“ ფარგლებში და ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქართულ-ამერიკული სკოლის...


დედაენის დღის კალიგრაფიის კონკურსი — მე-3 კლასებში!
ქართული ენის კვირეულის ფარგლებში , ქართულ-ამერიკულ სკოლაში მე-3 კლასებში ჩატარდა სამეტაპიანი კალიგრაფიის კონკურსი . დღეს ფინალურ ტურში ერთმანეთს შეეჯიბრნენ ფინალისტები, და პატივცემული ჟიურის დახმარებით გამოვლინდნენ გამარჯვებულები . ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით , რაც მათი შრომისა და მონდომების დაფასებაა. კონკურსის ხელმძღვანელი : თამარ ჭელიძე „ქართული დამწერლობა — ჩვენი სულიერი მემკვიდრეობის საუნჯეა.“


„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“ - გურამ დოჩანაშვილის 86
ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკის გრძელვადიანი პროექტი „გაიცანი ცნობილი ადამიანების“ ფარგლებში, დღეს ყველასთვის გამორჩეული და...


„გაიცანი დიდი ადამიანები": მარო მაყაშვილის დღიური
მარო მაყაშვილი - თავგანწირვისა და მამულიშვილობის სიმბოლო. „ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად“ ქართული ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის,...


დავითობა - პროექტი „გაიცანით ცნობილი ადამიანები“
დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით, V(2) კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ პროექტში „დავითობა“. დავით ფავლენიშვილმა წარადგინა პრეზენტაცია...


ექვთიმე თაყაიშვილის გმირული ისტორია
„გაიცანი დიდი ადამიანები“: ექვთიმე თაყაიშვილის გმირული ისტორია ქართულ-ამერიკულ სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ბიბლიოთეკარ თამარ ჭელიძის...


წმინდა ბარბარე - შემეცნებითი პრეზენტაცია
ქართული-ამერიკული სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ, ბარბარა პაპიაშვილმა, ბიბლიოთეკარის, თამარ ჭელიძის ხელმძღვანელობით, თანაკლასელებს...


"წიგნის ისტორია და წიგნიერების მნიშვნელობა"
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ირმა მასხულიას ხელმძღვანელობით, განახორციელეს საინტერესო პროექტი თემაზე:...


"იაკობის საგანძური"
ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა თემატური კვირეული "გოგებაშვილის საგანძური," რომელიც მიეძღვნა დიდი ქართველი მწერლისა და პედაგოგის, იაკობ...


წმინდა ბარბარეს დღე
"ქალწულებითა განშვენევულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხე...
bottom of page
.png)
