პროექტი „მე მკითხველი ვარ“
- gas135791113
- Nov 6, 2025
- 1 min read
მეოთხე კლასის მოსწავლეები, პროექტის „მე მკითხველი ვარ“ ფარგლებში, სკოლის ბიბლიოთეკართან და პედაგოგებთან ერთად ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს „დედა ენის დარბაზი“, იაკობ გოგებაშვილის კარადა მისი პირადი იბლიოთეკით.
წიგნებს შორის გამოირჩეოდა „დედა ენის“ პირველი გამოცემები, მათ შორის — ავტორის ხელით გაკეთებული ეგზემპლარიც.
ესტუმრნენ წიგნის მუზეუმს, სადაც ინახება „ძველნაბეჭდი ქართული წიგნი“ — მეფე ვახტანგ VI-ის მიერ დაბეჭდილი პირველი ქართული გამოცემები.
ასევე დაათვალიერეს „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია, რომელიც მოიცავდა ამ ნაწარმოების გამოცემებს მსოფლიოს 50 ენაზე.
მოსწავლეები გაეცნენ ქართული პერიოდული გამოცემების ისტორიას — პირველი ქართული გაზეთიდან დღემდე.
.png)


































