ილიას კვირეული
- gas135791113
- Nov 8, 2025
- 1 min read
ილია — ერის სინდისი
ილია ჭავჭავაძის 188 წლის იუბილესთან
დაკავშირებით ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა ილიას კვირეული.
პროექტის ფარგლებში მე-5 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას — სივრცეს, სადაც იგრძნობა ილიას სული, ქართული სიტყვის ძალა და ეროვნული სულის სიდიადე.
შემდეგ ეტაპზე ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიჟღერა ილიას სიტყვამ — მოსწავლეებმა წაიკითხეს მისი ლექსები, გაიხსენეს ბიოგრაფიული ფაქტები და ისაუბრეს იმ უდიდეს მემკვიდრეობაზე, რომელიც ილიამ მომავალ თაობებს დაუტოვა.
ქართული-ამერიკული სკოლა ამაყად აგრძელებს ეროვნული ფასეულობების პატივისცემისა და ცოდნის გავრცელების ტრადიციას.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ეკა ყიფიანი და თამარ ჭელიძე.
.png)






























