top of page

„ჩემი წარმოსახვა“

ქართულ-ამერიკულ სკოლის ბიბლიოთეკაში კიდევ ერთი შემოქმედებითი დღე გვქონდა!


ქალბატონი თამარ ჭელიძის ინიციატივით, მესამე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ აქტივობაში „ჩემი წარმოსახვა“.

ბიბლიოთეკარმა ბავშვებს წაუკითხა რამდენიმე საინტერესო საბავშვო მოთხრობა და იგავი, და შემდეგ თითოეულმა მათგანმა საკუთარი წარმოსახვით შექმნა ილუსტრაცია წაკითხული ტექსტის მიხედვით. ბიბლიოთეკაში ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

სწორედ ასეთი აქტივობები ეხმარება ბავშვებს, განივითარონ შემოქმედებითი უნარები, ემოციური ინტელექტი და, რაც მთავარია, სიყვარული წიგნების მიმართ.

ჩვენი ბიბლიოთეკა ხშირად აწყობს მსგავს ღონისძიებებს, რათა სწავლა კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი გახდეს ბავშვებისთვის.


(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page