top of page

"წიგნის ისტორია და წიგნიერების მნიშვნელობა"

 ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ირმა მასხულიას ხელმძღვანელობით, განახორციელეს საინტერესო პროექტი თემაზე: "წიგნის ისტორია, ბიბლიოთეკების და წიგნიერების მნიშვნელობა"

 მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკას, შემდეგ კი გუნდებად დაყოფილებმა იმუშავეს თემაზე.

 პრეზენტაციები,  მინიატურები,  პოსტერები — თითოეული გუნდის ნაშრომი განსაკუთრებული და საინტერესო იყო.

 სამმა მოსწავლემ სახლში დამოუკიდებლად სცადა ქაღალდის დამზადება.  მათ პროცესის თითოეული ეტაპი ვიდეოზე გადაიღეს და შემდეგ თანაკლასელებს გაუზიარეს.

 პროექტმა ხელი შეუწყო გუნდური მუშაობის, კრეატიულობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.




(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page