top of page

სიზმარი, რომელიც წიგნად გადაიქცა

  • Feb 2
  • 1 min read

Updated: Feb 4

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკულ სკოლას ცნობილი ქართველი საბავშვო მწერალი, ვასილ გულეური ესტუმრა .


სტუმარმა GAS-ის ცნობისმოყვარე მე-5 კლასელებს თავისი ახალი წიგნის შესახებ უამბო. აღმოჩნდა, რომ მწერალმა წიგნში დაწერილი ამბავი სიზმარში ნახა. სწორედ სიზმარი იქცა ინსპირაციად და ნანახმა ფურცლებზე გადმოინაცვლა სახელწოდებით, „სიზმარში დაკარგული ბიჭის ამბავი“. მწერალმა წიგნიდან ამონარიდები წაიკითხა, რამაც ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია .

შეხვედრისას ვასილ გულეურმა მოსწავლეებს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ნამუშევარი გააცნო - POP-UP წიგნი “საქართველო”.

მოსწავლეებმა მწერალს დაუსვეს უამრავი საინტერესო კითხვა. ისაუბრეს ახალი პერსონაჟების შექმნის იდეებზე,მწერლის გზასა და წიგნების სამყაროზე .

ქართულ-ამერიკულ სკოლას ხშირად სტუმრობენ საბავშვო მწერლები და პოეტები, რაც მოსწავლეებში წიგნის კითხვის სიყვარულის გაღვივებასა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაძლიერებას ისახავს მიზნად.



 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page