top of page
გასვლითი აქტივობები


ეკოკლუბის გასვლითი ვორქშოპი თელავში
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის წევრებისთვის ქალაქ თელავში ჩატარდა გასვლითი გარემოსდაცვითი ვორქშოპი. მოსწავლეები ჩაერთნენ როლურ თამაშებში, თემატურ დისკუსიებში, გუნდურ და შემოქმედებით აქტივობებში, სადაც იმუშავეს გარემოს დაცვის საკითხებზე. სამი დღის განმავლობაში მათ მიიღეს ახალი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, ასევე მონაწილეობა მიიღეს საღამოს აქტივობებსა და შემეცნებით ექსკურსიაში თელავში. ვორქშოპის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები. ორგანიზატორი პედაგოგე


თაობის ხმა
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს Key Consulting-ის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ-შემეცნებით პროექტში. ბავშვებმა დაამუშავეს და აუდიტორიის წინაშე წარადგინეს შემდეგი თემები ინგლისურ ენაზე: “ხელოვნური ინტელექტის გავლენა ადამიანზე”; “დედამიწის დაბინძურება და რისკები”; “ლიტერატურა და თავისუფლება - როგორ შეუძლია წიგნს შეცვალოს ადამიანის ცხოვრება”; “ჯანსაღი ცხოვრების წესი”. ვულოცავთ ყველა მონაწილეს წარმატებულ გამოსვლას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს! პედაგოგ


"გაიცანი დიდი ადამიანები - მარო მაყაშვილი"
ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის, თ. ჭელიძის გრძელვადიანი პროექტის „გაიცანი დიდი ადამიანები“ ფარგლებში, თებერვალი მიეძღვნა მარო მაყაშვილს - პირველ ქართველ ქალს, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა: მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში მოისმინეს მისი ცხოვრების შთამბეჭდავი ამბები; შემდეგ კი დაათვალიერეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, სადაც ისტორია მათთვის ცოცხალ გამოცდილებად იქცა. ასეთი არაფორმალური საგანმანათლებლო ინიციატივები ცოდნას ღი


"გაუყავი თხილის გული"
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით სკოლაში გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხით მოსწავლეებმა შეიძინეს სურსათი და 27 იანვარს საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ მოინახულეს.გასვლით აქტივობაში ჩაერთნენ სკოლის თვითმმართველობისა და ეკოკლუბის მოსწავლეები, ეკოკლუბის ხელმძღვანელ ლიკა მესხთან ერთად. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ქალბატონებმა ე ლენე ფანჯიკიძემ და ირმა დოლიძემ, გულთბილად უმასპინძლეს GAS-ელებს და ს


Model United Nations (MUN) 2025
ქართულ-ამერიკული სკოლის გაეროს კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული გაეროს მოდელირების Model United Nations (MUN) 2025 კონფერენციაში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით გაიმართა. პროექტი დაფუძნებულია გაეროს სამუშაო შეხვედრების ფორმატზე და წარმოადგენს საგანმანათლებლო სიმულაციას, რომელიც მონაწილეებს - გაეროს წევრი ქვეყნების დელეგატების როლში - საშუალებას აძლევს განიხილონ საერთაშო


ეკო კლუბი პარლამენტარიზმის მუზეუმში
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის მოსწავლეები ექსკურსიით იმყოფებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმში მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტების ასლები, მათ შორის უცხოეთის არქივებსა და წიგნთსაცავებში დაცული მასალები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს დარბაზები, ნახეს თემატური დოკუმენტური ფილმები და გიდის დახმარებით მიიღეს ბევრი საინტერესო და შემეცნებითი ინფორმაცია საქართველოს საპარლამენტო ისტორიის შესახ


გაზიარებული წიგნი, გაზიარებული სიკეთე
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის ინიციატივით, აქციის - „მოახდინე ცვლილებას“ - ფარგლებში სკოლაში შეგროვდა წიგნები. კეთილ საქმეში მთელი სასკოლო საზოგადოება ჩაერთო , რის შედეგადაც დიდი რაოდენობით წიგნი შეგროვდა. შემდეგ წიგნები გადავეცით საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასს“. შეგროვილი წიგნები განაწილდება დღის ცენტრებში და დედოფლისწყაროს სკოლებში. განსაკუთრებით თბილი იყო ის ფაქტი, რომ GAS-ელებმა წიგნებში გულთბილი წერილები ჩადეს - ასე რომ, მომავალ მკითხველს წიგნთან ერთად ჩვე


საახალწლო დღეების ერთ-ერთი ლამაზი მოგონება
მე-8(2) კლასის მოსწავლეები დაესწრნენ თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროგრამას - „ჯადოსნური ახალი წელი“. პროგრამა ინტერაქციული იყო და მოსწავლეები გაეცნენ საინტერესო საახალწლო ისტორიებს, ასევე მონაწილეობა მიიღეს თემატური საახალწლო აქსესუარების შექმნაში მასწავლებლები: თინათინ ჯანელიძე და ნინო ნაბახტეველი.


საგანმანათლებლო პროგრამა - „სამეფო გვირგვინი“
საგანმანათლებლო ექსკურსია ხელოვნების სასახლეში ქართულ-ამერიკული სკოლის მე-5 კლასების მოსწავლეები ექსკურსიით ეწვივნენ ხელოვნების სასახლეს და მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პ როგრამაში - „სამეფო გვირგვინი“. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბაგრატიონთა დინასტიის გამოფენა, ნახეს სამეფო ტანისამოსი, აღჭურვილობა და ძვირფასეულობა, ასევე მოისმინეს ინფორმაცია მათ ისტორიასა და მნიშვნელობაზე. ექსკურსიის ფარგლებში ბავშვებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი სამეფო გვირგვინების ისტორიაზე, რის შემდეგაც
bottom of page
.png)
