top of page


პროექტი „დღეს მე მუზეუმის თანამშრომელი ვარ“
სასკოლო პროექტი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ქართულ-ამერიკული სკოლის მე -9 კლასის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ერთი დღით მუზეუმის გიდები გახდნენ და სტუმრებს, თავიან თანატოლებს, ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის ძირითადი საკითხები გააცნეს, ის სახლი დაათვალიერებინეს, სადაც მწერალმა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა. ამ საპასუხისმგებლო დღემდე ბავშვებმა ქართულის მასწავლებელთან, თინათინ ჯანელიძესა და მუზეუმის თანამშ


მოქალაქეობის პროექტი - სტუმარი კოტე გოჩელაშვილი
9 დეკემბერს ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრა კომპანია Glasswork- ის დირექტორი - კოტე გოჩელაშვილი . შეხვედრა მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში მე-10 კლასის მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მეწარმეობის კლუბის მოსწავლეები, ხელმძვანელ ანი კვერნაძესთან ერთად. სტუმარმა ისაუბრა: მეწარმეობის მნიშვნელობაზე; უნარებზე, რომლებიც მეწარმეებს სჭირდებათ; თანამედროვე სამყაროში არსებულ გამოწვევებზე; პრინციპებზე, რომლებითაც მუშაობის პროცესში ხელმძღვანელობენ. შეხვედ


ვორქშოპი “Fun Experiments”
ვორქშოპი “Fun Experiments” — მეცნიერება ყველაზე სახალისო ფორმატში! ქართულ–ამერიკული სკოლის ამერიკული სადიპლომო პროგრამის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ასოციაცია „ბიო“ -ს მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო და სახალისო ვორქშოპში — “Fun Experiments” . ვორქშოპს უძღვებოდა ასოციაცია „ბიო“-ს დამფუძნებელი, ქიმიის დოქტორი — ქ-ნი ხათუნა გოგალაძე . ვორქშოპის პროგრამა: ქრომატოგრაფია — ფერადი ნაერთების დაშლის პროცესის უშუალო დაკვირვება. დნმ–ის გამოყოფა და მისი მიკროსკოპული შესწა


საჭადრაკო ტურნირი
„კაისას“ მოზარდი მოჭადრაკეების წარმატება ქართულ-ამერიკული სკოლის დამატებითი ჭადრაკის წრის ,,კაისას" წევრმა წარმატებით იასპარეზეს საჭადრაკო კლუბ „მერანის“ მიერ ორგანიზებულ ტურნირში. ჭაბუკთა შორის მეორე ადგილი 4(3) კლასის მოსწავლემ გიორგი გეწაძემ დაიკავა. მესამე ადგილზე 3(2) კლასის მოსწავლემ ბადრი კერვალიშვილმა დაიკავა. 8 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის კი მეორე ადგილის მფლობელი 1 (3) კლასის მოსწავლე არსენ ხიდეშელი გახდა. გოგონათა შორის ასევე მეორე ადგილი დაიკავა 2 (2) კ


პროექტი: „გაიცანი დიდი ადამიანები“- სულხან-საბა ორბელიანი
ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის, თამარ ჭელიძის , გრძელვადიანი პროექტის — „გაიცანი დიდი ადამიანები“ — ფარგლებში, გაიმართა საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა, რომელიც დიდი მოაზროვნისა და მეიგავისა, სულხან-საბა ორბელიანის, ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა. მე-5 კლასის მოსწავლეებმა: მოისმინეს სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფია; წაიკითხეს მისი იგავ-არაკები ; მოუსმინეს მუხრან მაჭავარიანის ლექსს „საბა“; უყურეს დოკუმენტურ მასალას. ღონისძიებას ესწრებოდა კლასის დამრიგებელი ლიკა


საგანმანათლებლო პროგრამა – „იალქნებიდან სამოსამდე“
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროგრამას – „იალქნებიდან სამოსამდე“ – ესტუმრნენ, რომელიც კ ოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოტე წერეთლის სამეცნიერო ნაშრომები და სოსო წერეთლის მხატვრული მემკვიდრეობა, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა მისი თავისუფლებისკენ სწრაფვისა და შემოქმედებითი გამოხატვის თვალსაზრისით. პროგრამის პრაქტიკული და ვიზუალური მასა


სამოქალაქო განათლების პროექტი
ქართულ–ამერიკულ სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა შედგა! სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში 11.1 კლასის მოწვევით, სკოლას ესტუმრა, რეჟისორი და სცენარისტი გურამ თოიძე (თოი) , რომელმაც მოსწავლეებს პროფესიის არჩევის თემაზე გულწრფელად და მეგობრულად ესაუბრა. სტუმარმა ბავშვებს მოუყვა საკუთარი პროფესიული გზის შესახებ — როგორ დაიწყო, რა გაუჭირდა და რა დაეხმარა წარმატების მიღწევაში. ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარ სურვილებსა და ძლიერ მხარეებზე დაფუძნებული


ალტერბრიჯის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ქართულ–ამერიკულ სკოლაში
ქართულ–ამერიკული სკოლა ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. ამჯერად ჩვენს უფროსკლასელებს შეხვდნენ ალტერბრიჯის უნივერსიტეტის წარმომადგენლები — ნინო დვალაძე , საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, და ლოლიტა დაბრუნდაშვილი , გაყიდვების მენეჯერი. სტუმრებმა მოსწავლეებს უამბეს: ალტერბრიჯის უნივერსიტეტის მიმართულებებსა და პროგრამებზე; უნივერსიტეტის უპირატესობებსა და სტუდენტებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე; ხელოვნური ინტელექტის გავლენასა და


ექსკურსია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ექსკურსია ჩაუტარდათ. მოსწავლეები გაეცნენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, დაათვალიერეს ქართველოლოგიის სამკითხველო დარბაზი, ჰუმბოლდტის სახელობის გერმანული სამკითხველო დარბაზი, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნისა და პრესის მუზეუმები.


დმანისის ფენომენი ახლო კადრში
იქ, სადაც ისტორია სუნთქავს — დმანისის ფენომენი ახლო კადრში ხანდახან ერთი საგანმანათლებლო პროექტი საკლასო ოთახს სცდება და ნამდვილ თავგადასავლად იქცევა. სწორედ ასეთი იყო ქართულ-ამერიკული სკოლის ისტორიის მასწავლებლის, ირმა თითირაშვილის, გრძელვადიანი პროექტი „დმანისის ფენომენი — ისტორიული მნიშვნელობა და მემკვიდრეობა“, რომელშიც 10/1 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. მოსწავლეებმა გაიარეს მთელი კვლევითი გზა: ისტორიული წყაროების სიღრმისეული ანალიზი, სამეცნიერო მასალების გაცნობა, დოკუმე


სტუმარი - მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს ესტუმრა ყველასათვის საყვარელი, ქართული სატელევიზიო სივრცის გამორჩეული ვარსკვლავი — კინოსა და თეატრის მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. ბავშვებმა უამრავი საინტერესო კითხვა დაუსვეს ჩვენს ულამაზეს სტუმარს, რომლებზეც მან ყურადღებით და სიყვარულით უპასუხა. განსაკუთრებულად შთამაგონებელი იყო მისი სიტყვები: "გჯეროდეთ თქვენი ოცნებების და არასოდეს დაიშუროთ ძალისხმევა იმისთვის, რომ ამ ოცნებებს მიაღწიოთ.


საქართველოს 𝐈𝐈𝐈 ჩემპიონატი 𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადაში
𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადა 𝟐𝟎𝟐𝟓-𝟐𝟎𝟐𝟔 — ჩვენი სკოლების სტუდენტები მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის! ქართულ-ამერიკულ და ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლებში (𝐆𝐀𝐒 & 𝐆𝐀𝐇𝐒) წარმატებით დასრულდა 𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადის შესარჩევი ტური. ოლიმპიადა უკვე მესამედ ტარდება საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის ორგანიზებით. ჩვენი გუნდები სტაბილურად ინარჩუნებენ ძლიერი მონაწილეების სტატუსს და ტრადიციულად საუკეთესო შედეგებზე არიან ორიენტირებულნი. წინა ორი წლის ოლიმპიადებში უკვე გვქონდა შთამბეჭ
bottom of page
.png)
