საგანმანათლებლო პროგრამა – „იალქნებიდან სამოსამდე“
- Dec 8, 2025
- 1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროგრამას – „იალქნებიდან სამოსამდე“ – ესტუმრნენ, რომელიც კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოტე წერეთლის სამეცნიერო ნაშრომები და სოსო წერეთლის მხატვრული მემკვიდრეობა, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა მისი თავისუფლებისკენ სწრაფვისა და შემოქმედებითი გამოხატვის თვალსაზრისით.
პროგრამის პრაქტიკული და ვიზუალური მასალების საშუალებით მათ ისწავლეს:
როგორ იქცა გემის იალქანი თანამედროვე ჯინსის წინამორბედად;
რატომ გახდა ჯინსი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო;
„რკინის ფარდის“ ეპოქის ისტორიები და თავისუფლების მნიშვნელობა.
პედაგოგი: ლიკა მესხი
.png)






















