top of page

სტუმარი - მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე

ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს ესტუმრა ყველასათვის საყვარელი, ქართული სატელევიზიო სივრცის გამორჩეული ვარსკვლავი — კინოსა და თეატრის მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე.


შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. ბავშვებმა უამრავი საინტერესო კითხვა დაუსვეს ჩვენს ულამაზეს სტუმარს, რომლებზეც მან ყურადღებით და სიყვარულით უპასუხა.

განსაკუთრებულად შთამაგონებელი იყო მისი სიტყვები:

"გჯეროდეთ თქვენი ოცნებების და არასოდეს დაიშუროთ ძალისხმევა იმისთვის, რომ ამ ოცნებებს მიაღწიოთ."

ნინომ სკოლის ბიბლიოთეკას თავისი საყვარელი წიგნი — „პატარა პრინცი“ — აჩუქა.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა ავტოგრაფების დარიგება და ფოტოსესია სკოლის დერეფნებსა და კლასებში — ყველას სურდა ნინოსთან ჩახუტება და სურათის გადაღება.

ბავშვებისთვის ეს დღე იყო დაუვიწყარი, სითბოთი, ემოციებითა და შთაგონებით სავსე!





 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page