პროექტი „დღეს მე მუზეუმის თანამშრომელი ვარ“
- diana meskhishvili
- Dec 12, 2025
- 1 min read
სასკოლო პროექტი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში
ქართულ-ამერიკული სკოლის მე -9 კლასის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ერთი დღით მუზეუმის გიდები გახდნენ და სტუმრებს, თავიან თანატოლებს, ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის ძირითადი საკითხები გააცნეს, ის სახლი დაათვალიერებინეს, სადაც მწერალმა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა.
ამ საპასუხისმგებლო დღემდე ბავშვებმა ქართულის მასწავლებელთან, თინათინ ჯანელიძესა და მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად ბევრი იმუშავეს. უდიდესი პასუხისმგებლობაა ყველაზე დიდი ქართველი მწერლის, ილია ჭავჭავაძის, სახლ-მუზეუმში გიდი იყო და მასპინძლის ცხოვრების ეტაპებს აცნობდე თანატოლებსა და სტუმრებს.
აღნიშნულ სასკოლო პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის. მათ დიდი გამოცდილება შეიძინეს. მუშაობის პროცესი საკონფერენციო დარბაზში მუზეუმის თანამშრომლებსა და მასწავლებელთან ერთად შეაჯამეს.
ქართულ-ამერიკული სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი — თინათინ ჯანელიძე და ამერიკული სადიპლომო პროგრამის მე-9 კლასის მოსწავლეები დიდ მადლობას უხდიან თბილისის მუზეუმების გაერთიანებასა და ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ყველა თანამშრომელს მხარდაჭერისა და თანამშრომლობოსთვის!
.png)


















































