საქართველოს 𝐈𝐈𝐈 ჩემპიონატი 𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადაში
- diana meskhishvili
- Dec 1, 2025
- 1 min read
𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადა 𝟐𝟎𝟐𝟓-𝟐𝟎𝟐𝟔 — ჩვენი სკოლების სტუდენტები მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის!
ქართულ-ამერიკულ და ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლებში (𝐆𝐀𝐒 & 𝐆𝐀𝐇𝐒) წარმატებით დასრულდა 𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადის შესარჩევი ტური.
ოლიმპიადა უკვე მესამედ ტარდება საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის ორგანიზებით. ჩვენი გუნდები სტაბილურად ინარჩუნებენ ძლიერი მონაწილეების სტატუსს და ტრადიციულად საუკეთესო შედეგებზე არიან ორიენტირებულნი. წინა ორი წლის ოლიმპიადებში უკვე გვქონდა შთამბეჭდავი შედეგები, ვიყავით ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები.
წლევანდელი ოლიმპიადა ორ ეტაპად ტარდება:
შესარჩევი ტური — ფიზიკა და მათემატიკა
ფინალური ტური — ინჟინერია და პროგრამირება
𝐒𝐓𝐄𝐌 განათლება ჩვენს სკოლებში განსაკუთრებულ პრიორიტეტად რჩება — და ამის საუკეთესო მაგალითი არის ის, რომ გუნდებს პირადად შეხვდა სკოლების დამფუძნებელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა მესხიშვილი. მან მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარა და ოლიმპიადის მათემატიკის და ფიზიკის საკითხებზე ისაუბრა.
𝐆𝐀𝐒 – ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდი:
მათემატიკა: სანდრო სუხიტაშვილი, ლევან კილასონია, ელენე ომიაძე
ფიზიკა: ანდრია ფანცულაია, ნია კიკალია
𝐆𝐀𝐇𝐒 – ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდი:
მათემატიკა: საბა ლონდარიძე, ნიკოლოზ კაჭახიძე, ლევან ქვლივიძე, მარიამ მარგიანი
ფიზიკა: ანა ხუჭუა, დავით ბიწაძე, დანიელ წულუკიძე
წარმატებას ვუსურვებთ ორივე გუნდს!
ახალი გამარჯვებების დროა !
.png)




















