top of page


„Shark Tank“ ქართულ-ამერიკულ სკოლაში
ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა BU წარმომადგენლების შეხვედრა ამერიკული სადიპლომო AP პროგრამის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან. სესიის ფარგლებში სტუმრებმა ისაუბრეს ცნობილი კომპანიების ბიზნესმოდელებზე და მოსწავლეებს გააცნეს ბრიტანული უნივერსიტეტის ახალი პროექტი - „Shark Tank “, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესიდეების განვითარებას, სტარტაპების დაგეგმვასა და სამეწარმეო აზროვნების გაძლიერებას. ჩვენს მოსწავლეებს სურვილისამებრ შეუძლიათ გუნდებში გაერთიანება და პროექტში მონაწილეობა


საქართველო არაქართულ წყაროებში
(პროექტის ავტორი: ირმა თითირაშვილი) 25 დეკემბერს ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა საგანმანათლებლო ღონისძიება „საქართველო არაქართულ წყაროებში“. ისტორია მხოლოდ წარსულის თხრობა არ არის - ის ცოცხალი დიალოგია კულტურებსა და ეპოქებს შორის. პროექტში მონაწილე ქართული და ამერიკული სექტორის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორია წარმოაჩინეს უცხოურ წერილობით წყაროებში ასახული მრავალფეროვანი ხედვებით. ეს დღე განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა - მოსწავლეებმა წარმოადგინეს ულამაზესი ქართული საცეკ


ვორქშოპში „ემოციური ინტელექტი ლიდერებისთვის“
ლიდერებად არ იბადებიან — ლიდერებად ყალიბდებიან სწორ გარემოში. ქართულ-ამერიკული სკოლის IX, X, XI კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს 2-დღიან ვორქშოპში „ემოციური ინტელექტი ლიდერებისთვის“ , რომელიც თელავში გაიმართა. ვორქშოპს უძღვებოდნენ გამოცდილი ტრენერები — ქეთი გორდეზიანი და მარკ ტომპსონი , რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს პრაქტიკული ცოდნა, ემოციური მართვისა და ლიდერული კომუნიკაციის თანამედროვე მიდგომები. პროექტის ორგანიზატორი პედაგოგები: ანი კვერნაძე, მერი ციმაკურიძე,


პროექტი „დღეს მე მუზეუმის თანამშრომელი ვარ“
სასკოლო პროექტი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ქართულ-ამერიკული სკოლის მე -9 კლასის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ერთი დღით მუზეუმის გიდები გახდნენ და სტუმრებს, თავიან თანატოლებს, ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის ძირითადი საკითხები გააცნეს, ის სახლი დაათვალიერებინეს, სადაც მწერალმა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა. ამ საპასუხისმგებლო დღემდე ბავშვებმა ქართულის მასწავლებელთან, თინათინ ჯანელიძესა და მუზეუმის თანამშ


ვორქშოპი “Fun Experiments”
ვორქშოპი “Fun Experiments” — მეცნიერება ყველაზე სახალისო ფორმატში! ქართულ–ამერიკული სკოლის ამერიკული სადიპლომო პროგრამის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ასოციაცია „ბიო“ -ს მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო და სახალისო ვორქშოპში — “Fun Experiments” . ვორქშოპს უძღვებოდა ასოციაცია „ბიო“-ს დამფუძნებელი, ქიმიის დოქტორი — ქ-ნი ხათუნა გოგალაძე . ვორქშოპის პროგრამა: ქრომატოგრაფია — ფერადი ნაერთების დაშლის პროცესის უშუალო დაკვირვება. დნმ–ის გამოყოფა და მისი მიკროსკოპული შესწა


𝐄𝐚𝐬𝐭 𝐂𝐡𝐢𝐧𝐚 𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭𝐲 𝐨𝐟 𝐒𝐜𝐢𝐞𝐧𝐜𝐞 𝐚𝐧𝐝 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐥𝐨𝐠𝐲
ქართულ-ამერიკული სკოლის უფროსკლასელებს შეხვდნენ 𝐄𝐂𝐔𝐒𝐓-ის (𝐄𝐚𝐬𝐭 𝐂𝐡𝐢𝐧𝐚 𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭𝐲 𝐨𝐟 𝐒𝐜𝐢𝐞𝐧𝐜𝐞 𝐚𝐧𝐝 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐥𝐨𝐠𝐲) წარმომადგენლები. 𝐄𝐂𝐔𝐒𝐓 ერთ-ერთი წამყვანი აზიური უნივერსიტეტია შანხაიში. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული უკვე სწავლობს ამ უნივერსიტეტში. ვაფართოებთ საერთაშორისო კავშირებს აზიის რეგიონში. შეხვედრაზე განიხილეს: აკადემიური პროგრამები და სპეციალობები; სტუდენტური ცხოვრების პირობები; საერთაშორისო გაცვლი


ფსიქოლოგის ვორქშოპები
ქართულ–ამერიკულ სკოლაში მუდმივად ვზრუნავთ მოსწავლეთა მენტალურ, ფსიქო-ემოციურ და სოციალური უნარების განვითარებაზე. მე-10 კ ლასისთვის ჩატარდა ჩვენი ფსიქოლოგის ნინო ფირცხალაიშვილის საავტორო ვორქშოპი – „ჩემი ემოციები“ . შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ემოციების ამოცნობა, გაზიარება და ემოციური ინტელექტის გაძლიერება. მე-6 კლასში კი ჩატრადა ვორქშოპი „ჯგუფში პოზიტიური ურთიერთობების გამტკიცება“ . მიზანი: პოზიტიური ურთიერთობების მნიშვნელობის გაცნობიერება და ჯგუფში ურთიერთპატივისცემი


შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონთან!
20 ნოემბერს ქართულ-ამერიკული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს განსაკუთრებული სტუმარი ჰყავდათ — მაია აზარაშვილი, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და გამორჩეული ქართველი მძლეოსანი! შეხვედრის დროს მაიამ მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი სპორტული გამოცდილება; ისაუბრა სპორტის მნიშვნელობაზე როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისცა რჩევები მათ, ვინც საზღვარგარეთ სწავლას გეგმავს, სადაც სპორტული აქტივობა დიდი მნიშვნელობის მქონეა. ქართულ-ამერიკულ სკოლაში რეგულარულად იმართება შეხვედრები სხ


სტუმარი - გიორგი თავართქილაძე
ქართულ-ამერიკული სკოლა მუდმივად მასპინძლობს სხვადასხვა სფეროს წარმატებულ სპეციალისტებს , რაც ჩვენს მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ სხვა ადამიანების გამოცდილებას. ამჯერად შეხვედრის თემები იყო: დემოკრატიული და არადემოკრატიული რეჟიმები ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი ლექციას ესწრებოდნენ ორივე პროგრამის მე- 9 კლასის მოსწავლეები. შეხვედრა ჩაატარა ბატონმა გიორგი თავართქილაძემ , საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, რომელმაც მოსწავლეებს პოლიტიკური სისტემების არსი, მათი განსხ


𝐒𝐭𝐮𝐝𝐞𝐧𝐭 𝐈𝐧𝐬𝐢𝐠𝐡𝐭𝐬: 𝐇𝐨𝐮𝐬𝐢𝐧𝐠 𝐀𝐛𝐫𝐨𝐚𝐝
ქართულ-ამერიკული სკოლის ამერიკული სადიპლომო პროგრამის მოსწავლეები კვლევით პროექტში ჩაერთნენ . მათ შეაგროვეს ინფორმაცია და შეისწავლეს უცხოეთში სწავლის პირობები, რის საფუძველზეც წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე “𝐎𝐧-𝐂𝐚𝐦𝐩𝐮𝐬 & 𝐎𝐟𝐟-𝐂𝐚𝐦𝐩𝐮𝐬 𝐇𝐨𝐮𝐬𝐢𝐧𝐠”. დიდი დაინტერესების გამო, პრეზენტაცiის შემდეგ, მე-𝟗 კლასის მოსწავლეებმა — მარიტა გურგენიძემ და ელიზაბეტ ლინდსლიმ — ამავე თემაზე მოამზადეს ვიდეორგოლი. პედაგოგი: ეკა რიგვავა


„პიროვნული განვითარება და დროის მენეჯმენტი“
ქართულ-ამერიკული სკოლის ამერიკული სადიპლომო პროგრამის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს 3-დღიანი საგანმანათლებლო პროექტი „პიროვნული განვითარება და დროის მენეჯმენტი“ , რომელიც გაიმართა სასტუმრო Wald Hotel Lagodekhi-ში. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობდნენ ვორქშოპებში, სადაც განიხილეს პიროვნული ზრდის მნიშვნელობა და დროის ეფექტური მართვის სტრატეგიები. ინტერაქციული სესიები წარიმართა ქეთი გორდეზიანის ხელმძღვანელობით. სწავლასთან ერთად იყო ბევრი პოზი


Marist University-ს წარმომადგენლის ვიზიტი GAS-ში
ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრა აშშ-ს Marist University -ის საერთაშორისო ჩარიცხვების დეპარტამენტის ასოცირებული დირექტორი — Louis Higuera. ბატონმა ჰიგერამ ჩვენი ამერიკული სადიპლომო პროგრამის მოსწავლეებთან გამართა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ისაუბრა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებზე, სტიპენდიებზე, ჩარიცხვებზე და ა.შ მან მოსწავლეებს მისცა პრაქტიკული რჩევები Personal Statement-ის წერის შესახებ და გაუზიარა თავისი გამოცდილება. გმადლობთ ბატონ ლუისს ამ საინტერესო ვიზიტისთვის!


𝐄𝐝𝐮𝐜𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐅𝐚𝐢𝐫
ქართულ-ამერიკულ სკოლის ამერიკული სადიპლომო და ინტეგრირებული პროგრამების უფროსკლასელებისთვის გაიმართა ევროპისა და აშშ-ის უნივერსიტეტების გამოფენა (𝐄𝐝𝐮𝐜𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐅𝐚𝐢𝐫)! 🇬🇪🇺🇸 უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს სასწავლო პროგრამები, სტიპენდიების პირობები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები. ქართულ-ამერიკულ სკოლაში ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღონ მეტი გამოცდილება და თვითდაჯერებულად დაგეგმონ მომავალი — 👉 საერთაშორისო უნივერსიტეტების


Be the CEO for a Day
ქართულ-ამერიკული სკოლის ამერიკული სადიპლომო პროგრამის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებულ ინტერაქციულ ვორქშოპში — „Be the CEO for a Day“. შეხვედრას უძღვებოდნენ: ია გოისაშვილი – BU უწყვეტი განათლების დეპარტამენტი; ნინო ლობჟანიძე – BU ბიზნესის სკოლის დეკანი; გია შალამბერიძე – BU მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი საინტერესო ლექციის ბოლოს, მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს, შეასრულეს დავალებები, შექმნეს
bottom of page
.png)
