ვორქშოპში „ემოციური ინტელექტი ლიდერებისთვის“
- diana meskhishvili
- Dec 16, 2025
- 1 min read
ლიდერებად არ იბადებიან — ლიდერებად ყალიბდებიან სწორ გარემოში.
ქართულ-ამერიკული სკოლის IX, X, XI კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს 2-დღიან ვორქშოპში „ემოციური ინტელექტი ლიდერებისთვის“, რომელიც თელავში გაიმართა.
ვორქშოპს უძღვებოდნენ გამოცდილი ტრენერები — ქეთი გორდეზიანი და მარკ ტომპსონი, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს პრაქტიკული ცოდნა, ემოციური მართვისა და ლიდერული კომუნიკაციის თანამედროვე მიდგომები.
პროექტის ორგანიზატორი პედაგოგები: ანი კვერნაძე, მერი ციმაკურიძე, მაგდა ბატიაშვილი, ეკა ჭუჭულაშვილი.
ქართულ-ამერიკული სკოლა ქმნის სივრცეს, სადაც განათლება სცდება კლასის კედლებს და იქცევა რეალურ გამოცდილებად!
.png)


















