Be the CEO for a Day
- gas135791113
- Oct 10
- 1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლის ამერიკული სადიპლომო პროგრამის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებულ ინტერაქციულ ვორქშოპში — „Be the CEO for a Day“.
შეხვედრას უძღვებოდნენ:
ია გოისაშვილი – BU უწყვეტი განათლების დეპარტამენტი;
ნინო ლობჟანიძე – BU ბიზნესის სკოლის დეკანი;
გია შალამბერიძე – BU მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი
საინტერესო ლექციის ბოლოს, მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს, შეასრულეს დავალებები, შექმნეს და წარადგინეს კრეატიული მარკეტინგული სტრატეგიები. შეხვედრა წარიმართა ინგლისურ ენაზე
ქართულ-ამერიკული სკოლა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე — აძლევს მათ შესაძლებლობას მიიღონ ახალი გამოცდილება და განივითარონ ლიდერული, შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორს — ბრიტანულ უნივერსიტეტს, საინტერესო შეხვედრისა და მოტივაციისთვის!
#GAS #BritishUniversity #BeTheCEOForADay #EducationForFuture #Leadership #Innovation #StudentDevelopment
.png)







































