სტუმარი - გიორგი თავართქილაძე
- Nov 18, 2025
- 1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლა მუდმივად მასპინძლობს სხვადასხვა სფეროს წარმატებულ სპეციალისტებს, რაც ჩვენს მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ სხვა ადამიანების გამოცდილებას.
ამჯერად შეხვედრის თემები იყო:
დემოკრატიული და არადემოკრატიული რეჟიმები
ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი
ლექციას ესწრებოდნენ ორივე პროგრამის მე-9 კლასის მოსწავლეები.
შეხვედრა ჩაატარა ბატონმა გიორგი თავართქილაძემ, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, რომელმაც მოსწავლეებს პოლიტიკური სისტემების არსი, მათი განსხვავებები და მათი გავლენა თანამედროვე სამყაროზე საინტერესოდ და გასაგები ფორმატით გააცნო.
მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად აძლიერებს მოსწავლეების კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას და ხელს უწყობს მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარებას.
დიდი მადლობა ბატონ გიორგი თავართქილაძეს საინტერესო და შემეცნებითი სესიისთვის!
.png)
























