შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონთან!
- gas135791113
- Nov 20, 2025
- 1 min read
20 ნოემბერს ქართულ-ამერიკული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს განსაკუთრებული სტუმარი ჰყავდათ — მაია აზარაშვილი, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და გამორჩეული ქართველი მძლეოსანი!
შეხვედრის დროს მაიამ მოსწავლეებს
გაუზიარა საკუთარი სპორტული გამოცდილება;
ისაუბრა სპორტის მნიშვნელობაზე როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მისცა რჩევები მათ, ვინც საზღვარგარეთ სწავლას გეგმავს, სადაც სპორტული აქტივობა დიდი მნიშვნელობის მქონეა.
ქართულ-ამერიკულ სკოლაში რეგულარულად იმართება შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმატებულ სპეციალისტებთან. ასეთი ღონისძიებები ჩვენს მოსწავლეებს საშუალებას აძლევს უშუალოდ გაეცნონ წარმატებულ ადამიანთა გამოცდილებას და მიიღონ მნიშვნელოვანი პრაქტიკული რჩევები. 🙏 გმადლობთ, ქ-ნო მაია, ამ საინტერესო შეხვედრისთვის.
.png)






























