top of page


31 ოქტომბერი - დაზოგვის მსოფლიო დღე
31 ოქტომბერი - დაზოგვის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად , საქართველოს ეროვნული ბანკი ს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა შეხვედრები ბანკის წარმომადგენლებთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ მეშვიდე და მეცხრე კლასი ს მოსწავლეები. მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო პრეზენტაცია ფინანსების მართვის, დაზოგვის მნიშვნელობისა და ლარის ისტორიის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში მათ ასევე ითამაშეს ახალი სამაგიდო თამაში — „ფინანსური ასოციაციობანა“ , რომელიც ხელს


მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია
ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა 2024 წლის გამოშვების მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიება დაიწყო ინტერაქციული შეხვედრით. ახალგაზრდებმა გაიხსენეს ქართულ-ამერიკულ სკოლაში გატარებული წლები, უმცროს GAS -ელებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს თავიანთი საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ. ვულოცავთ ჩვენს მედალოსნებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას მომავალ გზაზე! ოქროს მედალოსნები: • ლუკა ალადაშვილი • ელენე თოხაძე • სალომე ჯანეზაშვილი • გიორგი ჩომახი


𝐏𝐒𝐀𝐓 𝟖/𝟗 და 𝐏𝐒𝐀𝐓/𝐍𝐌𝐒𝐐𝐓
28 ოქტომბერს ქართულ-ამერიკული სკოლის 105 მოსწავლემ 𝐂𝐨𝐥𝐥𝐞𝐠𝐞 𝐁𝐨𝐚𝐫𝐝-ის 𝐏𝐒𝐀𝐓 𝟖/𝟗 და 𝐏𝐒𝐀𝐓/𝐍𝐌𝐒𝐐𝐓 გამოცდები ჩააბარა. 𝐏𝐒𝐀𝐓 𝟖/𝟗 და 𝐏𝐒𝐀𝐓/𝐍𝐌𝐒𝐐𝐓 გამოცდები წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შეფასების ინსტრუმენტებს, ხოლო მათი შედეგები გავლენას ახდენს დიპლომის 𝐆𝐏𝐀 ქულაზე. გამოცდებს აფასებს 𝐂𝐨𝐥𝐥𝐞𝐠𝐞 𝐁𝐨𝐚𝐫𝐝-ი და მოსწავლე თავად იღებს პასუხს — ქულების შეფასების შედეგებსა და ასევე შესრულებული ნამუშევრის დეტალურ ანალიზს. მიღებულ ქულ


იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე
ქართულ-ამერიკულ სკოლის I, II და IV კლასებში წარმატებით ჩატარდა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა სერია. ამ დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა იაკობ გოგებაშვილის შეუფასებელი წვლილი ქართული ენის, ლიტერატურისა და განათლების განვითარებაში. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ეროვნული ფასეულობების პატივისცემას და მომავალი თაობის განათლებასა და გამდიდრებას.


თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები
ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები. ხმათა უმრავლესობით თვითმმართველობის პრეზიდენტად არჩეულ იქნა მე-11 კლასის მოსწავლე თათული ზილფიმიანი. მოსწავლეთა თვითმმართველობა ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, აძლევს მათ მოტივაციას განახორციელონ სხვადასხვა პროექტი, გამოიჩინონ ინიციატივა და გახდნენ სკოლის განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილეები.


„პიროვნული განვითარება და დროის მენეჯმენტი“
ქართულ-ამერიკული სკოლის ამერიკული სადიპლომო პროგრამის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს 3-დღიანი საგანმანათლებლო პროექტი „პიროვნული განვითარება და დროის მენეჯმენტი“ , რომელიც გაიმართა სასტუმრო Wald Hotel Lagodekhi-ში. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობდნენ ვორქშოპებში, სადაც განიხილეს პიროვნული ზრდის მნიშვნელობა და დროის ეფექტური მართვის სტრატეგიები. ინტერაქციული სესიები წარიმართა ქეთი გორდეზიანის ხელმძღვანელობით. სწავლასთან ერთად იყო ბევრი პოზი


„ეკო წიგნის“ პრეზენტაცია - „მწვანე პოლუსი“
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის აქტივობები გრძელდება! ამჯერად კლუბის მოსწავლეებთან შესახვედრად სკოლას ესტუმრნენ ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ წარმომადგენლები. ეკო ცნობიერების ამაღლების მიზნით სტუმრებმა ჩაატარეს „ეკო წიგნის“ პრეზენტაცია და ისაუბრეს გარემოსდაცვით მნიშვნელოვან თემებზე. ჩვენი ეკო კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები. ღონისძიების ბოლოს გაიმართა ტესტირება, რომლის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი — მათ გადაეც


Marist University-ს წარმომადგენლის ვიზიტი GAS-ში
ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრა აშშ-ს Marist University -ის საერთაშორისო ჩარიცხვების დეპარტამენტის ასოცირებული დირექტორი — Louis Higuera. ბატონმა ჰიგერამ ჩვენი ამერიკული სადიპლომო პროგრამის მოსწავლეებთან გამართა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ისაუბრა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებზე, სტიპენდიებზე, ჩარიცხვებზე და ა.შ მან მოსწავლეებს მისცა პრაქტიკული რჩევები Personal Statement-ის წერის შესახებ და გაუზიარა თავისი გამოცდილება. გმადლობთ ბატონ ლუისს ამ საინტერესო ვიზიტისთვის!


𝐄𝐝𝐮𝐜𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐅𝐚𝐢𝐫
ქართულ-ამერიკულ სკოლის ამერიკული სადიპლომო და ინტეგრირებული პროგრამების უფროსკლასელებისთვის გაიმართა ევროპისა და აშშ-ის უნივერსიტეტების გამოფენა (𝐄𝐝𝐮𝐜𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐅𝐚𝐢𝐫)! 🇬🇪🇺🇸 უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს სასწავლო პროგრამები, სტიპენდიების პირობები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები. ქართულ-ამერიკულ სკოლაში ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღონ მეტი გამოცდილება და თვითდაჯერებულად დაგეგმონ მომავალი — 👉 საერთაშორისო უნივერსიტეტების


Be the CEO for a Day
ქართულ-ამერიკული სკოლის ამერიკული სადიპლომო პროგრამის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებულ ინტერაქციულ ვორქშოპში — „Be the CEO for a Day“. შეხვედრას უძღვებოდნენ: ია გოისაშვილი – BU უწყვეტი განათლების დეპარტამენტი; ნინო ლობჟანიძე – BU ბიზნესის სკოლის დეკანი; გია შალამბერიძე – BU მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი საინტერესო ლექციის ბოლოს, მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს, შეასრულეს დავალებები, შექმნეს


ESI 2025 — მსოფლიო ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმი
ESI 2025 — მსოფლიო ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმი, აბუ დაბი 27 სექტემბერს საქართველოს ნაკრები, რომელიც დაკომპლექტებულია ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების მოსწავლეებით, გაემგზავრა არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, რათა მონაწილეობა მიეღოთ მსოფლიო ახალგაზრდულ სამეცნიერო ფორუმში — ESI 2025. საქართველოს ღირსებას იცავდნენ: იაკობ საფარაშვილი ნილა თავაძე გიორგი ნიკოლეიშვილი მიკა მესხიშვილი ნიკა მინდიაშვილი ლუკა მინდიაშვილი არდალან ბანიჰაშემი ჩვენმა მოსწავლეებმა თა


🌍💉 ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეები კვლავ შემოქმედებითად და ენერგიულად ჩაერთნენ მნიშვნელოვან საქმეში. ✨ ბავშვებმა შექმნეს...
bottom of page
.png)
