31 ოქტომბერი - დაზოგვის მსოფლიო დღე
- gas135791113
- 7 days ago
- 1 min read
31 ოქტომბერი - დაზოგვის მსოფლიო დღეა.
ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა შეხვედრები ბანკის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებს ესწრებოდნენ მეშვიდე და მეცხრე კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო პრეზენტაცია ფინანსების მართვის, დაზოგვის მნიშვნელობისა და ლარის ისტორიის შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში მათ ასევე ითამაშეს ახალი სამაგიდო თამაში — „ფინანსური ასოციაციობანა“, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური აზროვნების განვითარებასა და ფულის მართვის პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას.
აღსანიშნავია, რომ ეს სამაგიდო თამაში სკოლას საჩუქრად გადაეცა.
დამრიგებლები: მ. ქსოვრელი და ლ. მესხი
.png)



































