top of page

ESI 2025 — მსოფლიო ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმი

Updated: Oct 17

ESI 2025 — მსოფლიო ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმი, აბუ დაბი

27 სექტემბერს საქართველოს ნაკრები, რომელიც დაკომპლექტებულია ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების მოსწავლეებით, გაემგზავრა არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, რათა მონაწილეობა მიეღოთ მსოფლიო ახალგაზრდულ სამეცნიერო ფორუმში — ESI 2025. საქართველოს ღირსებას იცავდნენ:

  • იაკობ საფარაშვილი

  • ნილა თავაძე

  • გიორგი ნიკოლეიშვილი

  • მიკა მესხიშვილი

  • ნიკა მინდიაშვილი

  • ლუკა მინდიაშვილი

  • არდალან ბანიჰაშემი

ჩვენმა მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები წარადგინეს და მეტოქეობა გაუწიეს 1200-ზე მეტ მონაწილეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან.

სამეცნიერო გამოფენაში მონაწილეობის გარდა, მათ მენტორებთან ერთად მოინახულეს აბუ დაბის კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები:

  • აბუ დაბის ლუვრში გაეცნენ მსოფლიო ხელოვნების უნიკალურ ნამუშევრებს;

  • აღფრთოვანდნენ შეიხ ზაიდის დიდი მეჩეთის არქიტექტურითა და სიდიადით;

  • უდაბნოს ტურზე დიუნებზე ჯიპებით სრიალითა და მზის ჩასვლის საოცარი სილამაზით ისიამოვნეს.

ეს იყო დაუვიწყარი დღეები — სავსე ახალი გამოცდილებებით, შთაბეჭდილებებით და გამარჯვების სიხარულით. გამოფენა ტრიუმფალურად დასრულდა — მოსწავლეებს გადაეცათ მედლები და სერტიფიკატები.



(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page