top of page

„ეკო წიგნის“ პრეზენტაცია - „მწვანე პოლუსი“

 ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის აქტივობები გრძელდება!  

ამჯერად კლუბის მოსწავლეებთან შესახვედრად სკოლას ესტუმრნენ ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ წარმომადგენლები.  ეკო ცნობიერების ამაღლების მიზნით სტუმრებმა ჩაატარეს „ეკო წიგნის“ პრეზენტაცია და ისაუბრეს გარემოსდაცვით მნიშვნელოვან თემებზე. ჩვენი ეკო კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.

 ღონისძიების ბოლოს გაიმართა ტესტირება, რომლის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი — მათ გადაეცათ სერტიფიკატები და საჩუქრები.შეხვედრის ყველა მონაწილეს და ასევე ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკას, გადაეცა „ეკო წიგნის“ ეგზემპლიარები.  

მადლობას ვუხდით ორგანიზაცია "მწვანე პოლუსს" საინტერესო და შთამაგონებელი შეხვედრისთვის!



 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page