top of page


დაუვიწყარი შეხვედრა ზალიკო სულაკურთან!
ყველაზე მაგარი ადამიანები სამყაროში არიან ბავშვები, და ყველაზე მაგარი ბავშვები კი ისინი, ვისაც ხატვა უყვართ (С) ზალიკო ქართულ-ამერიკულ სკოლას ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა სფეროში გამორჩეული პროფესიონალები — ისინი ბავშვებს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და განსხვავებული თვალით აჩვენებენ სამყაროს 18 ნოემბერს განსაკუთრებული სტუმარი გვყავდა — მხატვარი ზალიკო სულაკაური! ყველაზე პოზიტიურმა და მხიარულმა სტუმარმა ჩვენს ბავშვებს უამრავი საინტერესო ისტორია მოუყვა, მოსწავლეთა შეკითხვებს


სკოლის ექიმი სტუმრად პირველკლასელებთან
იცით თუ არა, რომ დაუბანელ ხელებზე მიკრობები ძალიან სწრაფად მრავლდებიან? ჩვენს პირველკლასელებს სტუმრობდა სკოლის ექიმი, ქ-ნი მანანა გიუნაშვილი და პატარებს აჩვენა, თუ როგორ დაიბანონ ხელები სწორად ხშირი და სწორად დაბანილი ხელები გვიცავს უამრავი სნეულებისგან საპონი + წყალი = საუკეთესო მეგობრები!


საქველმოქმედო კვირეული
ქართულ-ამერიკულ სკოლაში ნოემბერი სავსე იყო კეთილი საქმეებით! ეკო-კლუბის ინიციატივით სკოლაში განთავსდა სასაჩუქრე ყუთები ფონდ „მომავლის გზის“ ბავშვებისთვის. კამპანიაში ბევრი ადამიანი ჩაერთო, ხოლო შეგროვებული საჩუქრებით GAS-ის ეკო-კლუბის წევრები „მომავლის გზის“ პატარა მეგობრებს ესტუმრნენ , გადასცეს საჩუქრები და მათთან ერთად გაიზიარეს გულწრფელი სიხარულის წუთები. ბავშვების ღიმილი ხომ ყველაზე ძვირფასი საჩუქარია! ასევე, Halloween-ზე თვითმმართველობამ გამართა საქველმოქმედო გამ


სტუმარი - გიორგი თავართქილაძე
ქართულ-ამერიკული სკოლა მუდმივად მასპინძლობს სხვადასხვა სფეროს წარმატებულ სპეციალისტებს , რაც ჩვენს მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ სხვა ადამიანების გამოცდილებას. ამჯერად შეხვედრის თემები იყო: დემოკრატიული და არადემოკრატიული რეჟიმები ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი ლექციას ესწრებოდნენ ორივე პროგრამის მე- 9 კლასის მოსწავლეები. შეხვედრა ჩაატარა ბატონმა გიორგი თავართქილაძემ , საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, რომელმაც მოსწავლეებს პოლიტიკური სისტემების არსი, მათი განსხ


17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა!
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-8(2) კლასის მოსწავლეები გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას “აღბეჭდილი წამი” . მუზეუმის სივრცეში აღნიშნული შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა ინტერაქციული იყო, მოსწავლეები უშუალოდ გაეცნენ პოეტის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს, დაათვალიერეს პირადი ნივთები, ნახატები, ჩანაწერები, მონაწილეობდნენ მუზეუმის შერჩეულ საინტერესო სასწავლო აქტივობებში. ქართულ-ამერიკული სკოლა აქტიურად თანამშრომლობს თბილისის მუზეუ


დინამოელების სტუმრობა ქართულ-ამერიკულ სკოლაში
დინამოელების სტუმრობა ქართულ-ამერიკულ სკოლაში ‐ სიხარულით, პოზიტივით და გულწრფელი ემოციებით სავსე დღე! გმადლობთ FC Dinamo Tbilisi ამ დაუვიწყარი შეხვედრისთვის!


თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები
ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები. ხმათა უმრავლესობით თვითმმართველობის პრეზიდენტად არჩეულ იქნა მე-11 კლასის მოსწავლე თათული ზილფიმიანი. მოსწავლეთა თვითმმართველობა ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, აძლევს მათ მოტივაციას განახორციელონ სხვადასხვა პროექტი, გამოიჩინონ ინიციატივა და გახდნენ სკოლის განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილეები.


Marist University-ს წარმომადგენლის ვიზიტი GAS-ში
ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრა აშშ-ს Marist University -ის საერთაშორისო ჩარიცხვების დეპარტამენტის ასოცირებული დირექტორი — Louis Higuera. ბატონმა ჰიგერამ ჩვენი ამერიკული სადიპლომო პროგრამის მოსწავლეებთან გამართა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ისაუბრა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებზე, სტიპენდიებზე, ჩარიცხვებზე და ა.შ მან მოსწავლეებს მისცა პრაქტიკული რჩევები Personal Statement-ის წერის შესახებ და გაუზიარა თავისი გამოცდილება. გმადლობთ ბატონ ლუისს ამ საინტერესო ვიზიტისთვის!


Be the CEO for a Day
ქართულ-ამერიკული სკოლის ამერიკული სადიპლომო პროგრამის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებულ ინტერაქციულ ვორქშოპში — „Be the CEO for a Day“. შეხვედრას უძღვებოდნენ: ია გოისაშვილი – BU უწყვეტი განათლების დეპარტამენტი; ნინო ლობჟანიძე – BU ბიზნესის სკოლის დეკანი; გია შალამბერიძე – BU მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი საინტერესო ლექციის ბოლოს, მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს, შეასრულეს დავალებები, შექმნეს


26 სექტემბერი - ენების ევროპული დღე
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო რთველიაშვილთან ერთად, გოეთეს ინსტიტუტს ესტუმრნენ, სადაც ენების ევროპული...


𝐆𝐀𝐒 & 𝐆𝐀𝐇𝐒-ი გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე!
გაეროს მოდელირება - ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების დელეგაცია 𝐆𝐀𝐒 & 𝐆𝐀𝐇𝐒-ი გაეროს საერთაშორისო...


საერთაშიროსო ფედერაციის (FIABCI)-ის წარმომდგენელნლები
ქართულ-ამერიკულ სკოლას სტუმრობდნენ ამერიკიდან - ქალბატონი სიუზან გრინფილდი, FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტი, ელიზაბეტ ბელენსი, თომას ბელენსი,...


"მათემატიკის სამყაროში"
ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების მათემატიკის კათედრების ხელმძღვანელების, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორების...
bottom of page
.png)


