17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა!
- Nov 17, 2025
- 1 min read
Updated: Dec 1, 2025
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-8(2) კლასის მოსწავლეები გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას “აღბეჭდილი წამი”.
მუზეუმის სივრცეში აღნიშნული შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა ინტერაქციული იყო, მოსწავლეები უშუალოდ გაეცნენ პოეტის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს, დაათვალიერეს პირადი ნივთები, ნახატები, ჩანაწერები, მონაწილეობდნენ მუზეუმის შერჩეულ საინტერესო სასწავლო აქტივობებში.
ქართულ-ამერიკული სკოლა აქტიურად თანამშრომლობს თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მუზეუმის თანამშრომლებს საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამების შემოთავაზებისა და მასპინძლობისთვის.
მუზეუმის სივრცეში მოსწავლეებმა ექსპრომტად წაიკითხეს გალაკტიონი ტაბიძის ლექსებიდან ნაწყვეტები.
მასწავლებელი: თინათინ ჯანელიძე
.png)
































