ეკო კლუბი ლარიქსი
ეკოკლუბ ლარიქსის ანგარიში
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბი ლარიქსი დაარსდა 2022 წლის ოქტომბერში.
ეკოკლუბის პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა 26.10 2023.შეხვედრაზე კენჭიყრით არჩეული იქნა კლუბის ლიდერი.
2022 წლის ნოემბერში განხორციელდა პროექტი „ შევაგროვოთ პლასტმასის ნარჩენები“. საწყის ეტაპზე დაიწყო თანამშრომლობა ნარჩენების გადამამუშავებელ კომპანია „პოლივიმთან“. სკოლას ესტუმრა კომპანიის წარმომადგენელი და ჩაატარა სემინარი თემაზე „პლასტამის ნარჩენების გადამუშავება“. სემინარის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ხდება პლასტმასის ნარჩენების შეგროვება,დახარისხება და დამუშავება. დაათვალიერეს პოლიესტერის სინთეზური ბოჭკოს ნიმუშები, რომლებიც დამზადდა გადამამუშავებული პლასტმასის ნარჩენებისგან. გაიმართა დისკუსია და მოსწავლეებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
სემინარის შემდეგ სკოლაში დაიდგა სეპარირების ურნები, რომლებშიც მოსწავლეები შეაგროვებენ პლასტმასის ბოთლებს და სხვა ნარჩენებს. შემდგომში ამ ნარჩენებს გადაამუშავებს კომპანიის საწარმო.აღნიშნული აქტივობა შესსაბამება მდგრადი განვითარების მე-12 მიზანს „მდგრადი მოხმარება და წარმოება“
2022 წლის დეკემბერში კლუბი შეურთდა კონკურს „ნიკო კეცხოველის პრემია“.ონკურსის მთავარი მიზანია, სკოლის მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ და დაანახოს საკუთარი ხელით ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობები ბუნებრივი და სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად. კონკურსში ჩართული პირები თავად ხდებიან მდგრადი განვითარების პროცესის მონაწილე.მდგრადი განვითარება მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებს. მიიჩნევა, რომ განვითარება უნდა იყოს ეკონომიკურად ხელსაყრელი, სოციალურად სამართლიანი და გარემოსთვის დამზოგავი.
ეკოკლუბი ასრულებს კონკურსის გზამკვლევში არსებულ აქტივობებს,რომელთა აღწერა და შესაბამისი დამადასტურებელი მასალა იტვირთება კონკურსის საიტზე http://forestry.ge/ge თითოეული აქტივობა ფასდება ნერგებით(ქულებით)
კონკურსის ფარგლებში შეიქმნა ეკოკლუბის გვერდი სადაც გამოქვეყნება ეკოკლუბის მიერ შესრულებული აქტივობები,რაც ხელს შეუწყოფს ეკოკლუბების და კონკურსის პოპულარიზაციას
2022 წლის დეკემბერში ეკოკლუბმა წამოიწყო კამპანია „ხარისხიანი განათლება“,კამპანიის საწყის ეტაპზე მოსწავლეებმა მოაწყეს სასკოლო ბაზრობა. მათ შეაგროვეს წიგნები ყველა ასაკის ბავშვისთვის. აქტივობა ჩატარდა მეგობრულ და ხალისიან გარემოში, ყველა ბავშვი ჩართული იყო წიგნების შეგროვებისა და დახარისხების პროცესში. ბავშვებმა ეს წიგნები მიაწოდეს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს.ამ წიგნებს ეროვნული ბიბლიოთეკა გამოიყენებს სოფლების ბიბლიოთეკების გასამდიდრებლად.
აღნიშნული აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს „ხარისხიანი განათლება“
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო- კლუბის აქტიური წევრები ესტუმრნენ ამავე სკოლის მე- 7 კლასელებს. მოწაფეებმა სტუმრებს კითხვები დაუსვეს პლასტმასის ნარჩენების შეგროვების შესახებ. ბავშვები დაინტერესდნენ, რა დანიშნულებით გროვდება პლასტმასის ბოთლები და რისი დამზადებაა შესაძლებელი გადამუშავებული ნარჩენებისგან. მოწაფეებმა მოიწონეს პროექტის იდეა და სურვილი გამოთქვეს, საკუთარი წვლილიც შეეტანათ მასში, რაც გულისხმობს- ნივთების ხელახალ გამოყენებას და შედეგად, მდგრადი მოხმარების წახალისებას.
ეკო- კლუბელებმა გადაწყვიტეს მიეცათ ბავშვებისთვის დავალება “გამოყენებული ნივთების მეორე სიცოცხლე”. დავალების შესრულებისას მათ დახმარება სთხოვეს ხელოვნების პედაგოგსაც.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა იმსჯელეს, რისი გაკეთება შეიძლებოდა გამოყენებული ნივთებისგან და გადაწყვიტეს გაეკეთებინათ ხელნაკეთი საჩუქრები.
ხელოვნების მასწავლებლის ხელმძღვანელობით, საამისოდ გამოიყენეს მუყაოს ყუთები, ნახმარი ბოთლები და ძველი ჭურჭელი. მოსწავლეებისთვის პროცესი მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა და ისინი სიამოვნებით ჩაერთნენ საქმეში. ბავშვებმა ხელნაკეთი ნივთები სკოლას აჩუქეს. გადაწყდა, რომ დამზადებული ნივთები შეგროვდეს სკოლაში და სამომავლოდ მოეწყოს გამოფენა.აღნიშნული აქტივობა შესსაბამება მდგრადი განვითარების მე-12 მიზანს „მდგრადი მოხმარება და წარმოება“
2023 წლის იანვარში ქართულ - ამერიკული სკოლის ეკო - კლუბის წევრები შეუდგნენ მუშაობასმდგრადი განვითარების მე-15 მიზანზე, რომლის თემატიკაა: „დედამიწის ეკოსისტემა“. ტყეების გაკაფვა ქაღალდის დამზადების მიზნით, ერთ - ერთი დიდიგამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოსთვის, ამიტომ, თავდაპირველ ეტაპზე,ბავშვებმა გადაწყვიტეს შეეგროვებინათ ქაღალდი. ეკო - კლუბელები ესტუმრნენ სკოლის სასადილოს და გამოართვეს მუყაოს ყუთები. ამ ყუთებისგან ბავშვებმადაამზადეს ურნები, რომლებშიც შეგროვდება გამოყენებული ქაღალდი. ამას გარდა, მოსწავლეებმა სთხოვეს თანასკოლელებს,მასწავლებლებს და ადმინისტრაციას მოეტანათ ძველი რვეულები, წიგნები დაალბომები. ყველა დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით ჩაერთო ამ საქმეში.შეგროვილი მაკულტურა დახარისხდა და განთავსდა ყუთებში, რაც უფრო გაადვილებს ჩაბარების პროცესს. მაკულატურა ჩაბარდება მაკულატურის მიმღებ პუნქტში.
ეკოკლუბის წევრებმა პლასტმასის ბოთლების გარდა გადაწყვიტეს სხვა ნივთების შეგროვებაც, რათა მეტად შეუწყონ ხელი მდგრად მოხმარებას. მასწავლებელთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა შეეგროვებინათ
ძველი ტანსაცმელი. მოვიძიეთ იმ ორგანიზაციების სია, რომლებიც აგროვებენ ნივთებს ხელმოკლე ადამიანებისთვის. პირველ ეტაპზე შერჩეულ იქნა ორგანიზაცია კარიტასი, რომელსაც აქვს რამდენიმე ლოკაციაზე „სიკეთის ყუთი“.ბავშვებმა აარჩიეს სოციალურ კაფე „მზიურში“ განლაგებული „სიკეთის ყუთი“ დაშეგროვებული და დახარისხებული ტანსაცმელი მოათავსეს ამ ყუთში. აღნიშნულმა აქტივობამ დიდი ინტერესი გამოიწვია სხვა მოსწავლეებშიც და მასწავლებლებშიც,რის შედეგადაც გადაწყდა, რომ აღნიშნულ აქტივობას მიეცეს მუდმივი ხასიათი.
2023 წლის 27 იანვარს კლუბის აქტიურმა წევრებმა, თეკლა ბერუკაშვილმა და ნია კახიანმა, ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა მე-8 კლასელებთან თემაზე „ჯანსაღი კვება“ შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ჯანსაღ კვებაზე, საკვების ენერგეტიკულ ღირებულებაზე; დღის მანძილზე რამდენჯერაა სასურველი საკვების მიღება, რა სახის პროდუქტია აუცილებელი ორგანიზმისთვის და რომელი საკვები უნდა მივიღოთ საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე. ასევე განიხილეს რა მნიშვნელობა აქვს წყალს ორგანიზმისთვის; როდის და რა მოცულობითაა სასარგებლო წყლის მიღება. იმსჯელეს არაჯანსაღი კვების უარყოფით მხარეებზე და რა სახის დაავადებებს იწვევს იგი. შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებმა იმსჯელეს ორგანული ნივთიერებების ენერგეტიკულ ღირებულებაზე და მათი მიღების ნორმებზე.აღნიშნული აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-3 მიზანს „ჯანმრთელობა და კეტილდღეობა“
ქართულ - ამერიკული სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს დახმარება გაეწიათ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის. მიწისძვრა მოხდა ამა წლის 6 თებერვალს. მიწისძვრის შედეგად, პირველადი მონაცემებით დაიღუპა 18000 ადამიანი, დაზარალდა მრავალი ოჯახი და დაინგრა ასობით შენობა.
ეკო - კლუბელებმა განიხილეს ბუნებრივი კატასტროფის სახეები და შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბები; იმსჯელეს, როგორი უძლურია ადამიანი ასეთ დროს და რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მყისიერ დახმარებას.
ბავშვებმა მასწავლებლის დახმარებით მოიძიეს ინფორმაცია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი დაზარალებულთა დახმარების პროცესში. საბოლოოდ შეირჩა ბიზნესმენთა ორგანიზაცია “Musaid Tbilisi”.
ბავშვებმა შეაგროვეს თბილი სვიტერები, ქურთუკები, პირადი ჰიგიენის საგნები და საბავშვო საფენები. შეგროვებული ნივთები გადასცეს “Musaid Tbilisi”-ს, სადაც მათ დახვდათ ორგანიზაციის წარმომადგენელი. ბავშვებმა გამოჰკითხეს მას ამბები ამჟამინდელ მდგომარეობაზე და უსურვეს მშვიდობა.აღნიშნული აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-3 და მე-16 მიზნებს
ეკო-კლუბის წევრმა, მე - 9 კლასის მოსწავლე სანდრო ქირიამ, 6 თებერვალს ჩაატარა შეხვედრა მე-7 კლასელებთან თემაზე :საქართველოს წითელი ნუსხა“.შეხვედრაზე ბავშვები გაეცნენ როგორ და როდის შეიქმნა ეროვნული წითელი ნუსხა, რომელი სახეობის მცენარეები და ცხოველები შედის მასში; როგორ ხდება სახეობათა მდებარეობის და სტატუსის აღნიშვნა.
შეხვედრა საკმაოდ მეგობრული და ხალისიანი გამოდგა. ბავშვებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ამა თუ იმ ცხოველისა თუ მცენარის სახეობის შესახებ და დასვეს კითხვები. აღნიშნული აქტივობა შეესამამენა მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს“დედამიწის ეკოსისტემები“
15 თებერვალს კლუბის სამუშაო შეხვედრაზე განხილულიყო მე-6 მიზანი : "სუფთა წყალი და სანიტარია". ბავშვებმა განიხილეს წყლის როლი ადამიანის ცხოვრებაში. იმსჯელეს.რისთვისაა საჭირო წლის მიღება,რა თვისებები გააჩნია წყალს და რა ფუნქციებს ასრულებს წყალი ადამიანის ორგანიზმში. კლუბის აქტიურმა წევრებმა ნინა მელიქიძემ და მარიამ მაისაშვილმა მოამზადეს პოსტერი, რომლითაც მიუწოდებდნენ თავის მეგობრებს წყლის დღიური ნორმის მიღებისთვის.. ბავშვებმა იმსჯელეს საჭიროა თუ არა წყლის მიღება გაღვიძებისთანავე, მითი თუ რეალობაა ის რომ წყლის მიღება აუცილებელია საუზმემდე 30 წუთით ადრე და შეიძლება თუ არა წყლის მიღება ჭამის დროს. ეკო-კლუბელებმა განიხილეს მიზანშეწონილია თუ არა წყლის ჭარბი რაოდენობის მიღება.შემდგომში მოხდება პოსტერის დაბეჭვდა და სკოლის სადემონსტრაციო სივრცეში განთავსება.
ეკო-კლუბის წევრებმა, ანა ჯამელაშვილმა, მარიამ მაზმიშვილმა, ელენე ივანიძემ და კლუბის ლიდერმა ელენე მამულაშვილმა გადაწყვიტეს ემუშავათ მდგრადი განვითარების მე-7 მიზანზე: “ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია”. თავდაპირველად ბავშვებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, ხარჯავენ თუ არა მოსწავლეები და მასწავლებლები ენერგიას ეკონომიურად. სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა ჩაეტარებინათ კვლევა, რომელიც შესაძლებლობას მისცემდაბავშვებს დაედგინათ, ზოგავენ თუ არა ელექტროენერგიას სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. ბავშვებმა მოიფიქრეს კითხვები, რომლებიც მათი აზრით დაეხმარებოდათ ზემოთ აღნიშნული საკითხის გარკვევაში. კვლევა ჩატარდა ონლაინ. კვლევის ლინკი გადაეგზავნათ მასწავლებლებს და უფროსკლასელ მოსწავლეებს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა 8% საერთოდ არ თვლიდა საჭიროდ ენერგია დაეზოგა, ხოლო 20 % არ იცნობდა ენერგიის დაზოგვის გზებს. გამოკითხულთა უმრავლესობა ენერგიას ძირითად ზოგავდა ოთახებში ნათურების ჩაქრობით.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გადაწყდა, რომ სკოლაში სამომავლოდ ჩატარდეს საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიმართული იქნება ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისკენ.
https://docs.google.com/forms/d/198HQePakjjEx8dnWk9nz8SbJbhK0vwz5UjCqF00cZHg/edit?ts=63f370bc
ყველა ჩატარებული აქტივობა განხორციელდა პედაგოგ ლია მესხის ხელმძვანელობით.