კლუბების საქმიანობის წლიური შეჯამება
- gas135791113
- Jun 20
- 1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლის კლუბების საქმიანობის წლიური შეჯამება
სასწავლო წლის ბოლოს, ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა კლუბური საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება.
მოსწავლეებმა პრეზენტაციების და ზეპირი მოხსენებების ფორმატში გააცნეს აუდიტორიას თავიანთი კლუბების მიერ წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობა და პროექტები.
ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორმა, ქ-ნმა ირმა მესხიშვილმა, დააჯილდოვა ყველაზე აქტიური კლუბი — ეკოკლუბი, რომელიც გამოირჩა მაღალი ჩართულობით. კლუბის წევრებს და კლუბის ხელმძღვანელს- ლიკა მესხს საჩუქრად გადაეცათ ფულადი ვაუჩერი. კლუბის გადაწყვეტილებით - ეს თანხაც ტრადიციულად მოხმარდება ქველმოქმედებას.
დანარჩენი კლუბების წვლილიც სავსებით დაფასდა — ქ-ნმა ირმამ დაანონსა ფინანსური მხარდაჭერა ყველა კლუბისთვის მომავალ საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომელიც ფონდ "კათარზისის" მხარდასაჭერად ჩატარდება.
კლუბური მუშაობა ქართულ-ამერიკულ სკოლაში ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნულ ზრდას, ინიციატივების განვითარების უნარსა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
.png)





































