"ყოველი წვეთი წყალი ძვირფასია“
- gas135791113
- Nov 3, 2025
- 1 min read
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power-ის საინფორმაციო კამპანიის „ყოველი წვეთი წყალი ძვირფასია“ ფარგლებში, ქართულ-ამერიკულ სკოლაში შედგა საგანმანათლებლო შეხვედრა ეკო-კლუბი “ლარიქსის” წევრებთან.
შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა ვიდეო-პრეზენტაციის საშუალებით გაიგეს:
თუ რა გზას გადის წყალი მყინვარებიდან ჩვენს ონკანებამდე;
რამდენად მნიშვნელოვანია წყალზე ზრუნვა;
როგორ უნდა დავიცვათ წყლის თითოეული წვეთი;
რა დადებითი გავლენა აქვს წყლის რაციონალურ გამოყენებას გარემოს მდგრად განვითარებაზე.
შეხვედრა დასრულდა შემეცნებითი სამაგიდო თამაშით, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა. თითოეულ მონაწილემ მიიღო GWP-ის სიმბოლური საჩუქრები, ხოლო სკოლას გადაეცა საგანმანათლებლო სამაგიდო თამაში.
დიდი მადლობა GWP-ს წარმომადგენლებს!
.png)




































